ცივი ყავის ეს საოცარი რეცეპტები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ეკუთვნის, თქვენს ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს გახდის.
1. ვიეტნამური
მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ყავაა cà phê sua đá. ვიეტნამში ყველა ყავით ვაჭრობს.
სირთულე: მარტივი, დრო: 10 წუთი, დოზა: 1ჭიქა
ინგრედიენტები:
- ძლიერი შავი ყავა - 1-3 ჩ.კ.
- შესქელებული რძე - 2 ს. კ.
- ყინულის კუბები
მომზადების წესი:
ა. დაასხით ყავას ცხელი წყალი და გააჩერეთ 3-5 წთ.
ბ. ჩაასხით შესქელებული რძე და მოურიეთ.
გ. ჩაყარეთ ყინულები.
2. იაპონური
აზიაში იაპონია ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ყავის კულტურა გავრცელდა. იაპონიაში ფიქრობენ, რომ ყავა აუცილებლად ყინულთან ერთად უნდა მიირთვა.
სირთულე: მარტივი, დრო: 15 წუთი, დოზა: 1 ჭიქა
ინგრედიენტები:
- ყინული - 200 მლ.გრ
- წყალი - 200 მლ. გრ
- ყავა - 2.5 ს. კ.
მომზადების წესი:
ა. მაღალი ჭიქის ნახევარი ყინულით გაავსეთ.
ბ. ჭიქას დაადეთ ყავის ფილტრი, ისე, რომ ყინულებს ყავა ნელა დაეყაროს.
გ. ფრთხილად დაასხით წყალი ფილტრს.
დ. ჭიქას მოხსენით ფილტრი და დაამატეთ შაქარი. ცივ წყალში შაქრის დიფუზია რთულია, დაახმარეთ მას თბილი რძე.
3. ბერძნული
ვინ თქვა, რომ ყავა არ შეიძლება ჰგავდეს ხილის ნატურალურ წვენს?
სირთულე: მარტივი, დრო: 10 წუთი, დოზა: 1 ჭიქა
ინგრედიენტები:
- ახალი მოდუღებული ყავა - 200 მლ.გრ
- ალუბლის ვაჟინი - 1 ჩ.კ.
- რძე - 70 მლ.გრ
- ფორთოხალი - 1 ნაჭერი
- ყინულები
მომზადების წესი:
ა. მოადუღეთ ყავა.
ბ. დააბლენდერეთ ყავა, ალუბლის ვაჟინი და რძე.
გ. ჭიქაში ჩააგდეთ ფორთოხლის ნაჭერი და ჩაყარეთ ყინულები.