ის გოგონებიც კი, რომლებიც მინიმალურად იყენებენ მაკიაჟს, კოსმეტიკის ჩანთაში ყოველთვის ინახავენ ტონალურ კრემს, თუმცა ცხელ ამინდში ის კანის გაღიზიანებას იწვევს.
კანი ვერ სუნთქავს და თითქოს ცხელა მის შიგნით. კრემი დნება, კანი კი პრიალებს. - რა ვქნათ? ყველაფერი ადვილია: ზაფხულში უარი თქვით ტონალურ კრემზე. არსებობს რამდენიმე უნიკალური საშუალება, რომელიც მარტივად გათქმევინებთ ტონალურ კრემზე უარს, ეფექტი კი დაახლოებით ერთნაირი იქნება.
სახის გაწმენდა ყინულით
მშრალი ყინული ნებისმიერ სეზონზე სახის მოვლის უმარტივესი და უნიკალური საშუალებაა. მას ანტი-ეიჯ ეფექტი გააჩნია, თუმცა ყველაზე უფრო პროდუქტიული შედეგი მას ზაფხულში აქვს.
ყოველ დილით გაიწმინდეთ სახე ყინულის ნატეხით, პირველივე გამოყენებისას შეამჩნევთ სწრაფი პილინგის ეფექტს. სახის კანი მეტად გლუვი და ჯანსაღი გახდება.
სახის გაწმენდა ნებისმიერი სკრაბით
კანი, რომელსაც არ სჭირდება ტონალური კრემი - სუფთაა. მაშინაც კი, თუ აკნე არ გაწუხებს, კანი პერიოდულად უნდა გაიწმინდო იმისათვის, რომ ფორები გასუფთავდეს და კანის გაღიზიანება აიცილოთ თავიდან. კვირაში 2-3 ჯერ გამოიყენე სკრაბი. ეს დაეხმარება კანს სისუფთავის შენარჩუნებაში და უფრო ელასტიკურს გახდის მას.
წაიკითხეთ სრულად