ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ადამიანის დაბადებისას დაფიქსირებულ დროს სიღრმისეული მნიშვნელობა აქვს.
ზოდიაქოს ნიშნებს ბევრი მსგავსება და განსხვავება აქვთ, ხოლო დაბადების საათი განსაზღვრავს იმას, თუ როგორი ხასიათი გვექნება და რა დამოკიდებულებას გამოვავლენთ ცხოვრების მიმართ.
ამ შემთხვევაში დღე-ღამე 12 ნაწილად, ანუ სხვადასხვა მონაკვეთად იყოფა.
თითო ნაწილი ერთ კონკრეტულ ცხოველს შეესაბამება, რომელიც ჩინური კალენდრიდანაა.
23 სთ-დან 1 სთ-მდე: „თაგვის საათი“. ამ დროს დაბადებული ადამიანები გამჭრიახი გონებით გამოირჩევიან, დაკვირვებულები და სწრაფები არიან. მათი ხაფანგში გაბმა მარტივი არაა.
1-დან 3 სთ-მდე: „ხარის საათი“ – ისინი გამოირჩევიან სიმშვიდითა და თავშეკავებულობით. მოსიყვარულეები და თბილები არიან, თუმცა, არ გირჩევთ, რომ მდგომარეობიდან გამოიყვანოთ.
3-დან 5 სთ-მდე: ეს „ვეფხვის საათია“ - ამბობენ, რომ ამ დროს დაბადებულნი გამოირჩევიან სიკეთით, მოსიყვარულე ხასიათითა და პოზიტივით. ერთი მხრივ, მერყევი ხასიათი აქვთ და ცოტა ზანტებიც არიან, თუმცა, როდესაც შესაბამისი დრო დგება, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას არ ერიდებიან.
5-დან 7 სთ–მდე: „კატის საათი“. ამ დროს დაბადებული ადამიანების მთავარი მახასიათებელი ბევრი დადებითი თვისება გახლავთ. მაგალითად: ისინი არიან მიმტევებლები, სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება უყვართ და კეთილი გული აქვთ.
7-დან 9 სთ–მდე – „დრაკონის საათი“. „დრაკონი“ წინდახედული, ძლიერი და დამოუკიდებელია. მას არც გამბედაობა აკლია.
9-დან 11 საათამდე – „გველის საათი“. ის არის ფრთხილი, ძლიერი, ფიქრის მოყვარული, უცნაური და მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიმღები. ამბობენ, რომ დროის ამ მონაკვეთში დაბადებული ადამიანი სწორედ ასეთია.
11-დან 13 საათამდე – „ცხენის საათი“. დროის ეს მონაკვეთი ადამიანებს ენერგიულობით, საღი გონებითა და კარგად გააზრების უნარით აჯილდოებს. ხანდახან ის დაუმორჩილებელია.
13 სთ-დან 15 საათამდე – „თხის საათი“. ვერ იტანენ უსამართლობას, ითმენენ დიდხანს, თუმცა არა სამუდამოდ. მათი ცხოვრება სავსეა ძიებითა და თავგადასავლებით.
15-დან 17 საათამდე – „მაიმუნის საათი“- დროის ამ მონაკვეთში დაბადებულებს ძალიან უყვართ საუბარი, არიან მხიარულები, სიარულის მოყვარულნი და სიხარულით ეძებენ ახალ თავგადასავალს.
17-დან 19 სთ-მდე – „მამლის საათი“. ალბათ, არ გაგიკვირდებათ ის, თუ გეტყვით, რომ ამ მონაკვეთში ვინც დაიბადა, ის საკმაოდ პუნქტუალურია და დროის შეგრძნება დაკარგული ნამდვილად არ აქვს. ისინი თავმომწონეებიც არიან და ცდილობენ, ყურადღების ცენტრში მოექცნენ.
19-დან 21 საათამდე – „ძაღლის საათი“. ის შეყვარებულია წესრიგზე, მეგობრებსა და ზოგადად, ადამიანებზე. გამოარჩევს გულისხმიერება და პატიოსნება.
21-დან 23 საათამდე – „ღორის საათი“. მამაცი, გამბედავი, ძლიერი და მომთმენია. უყვარს კომფორტის ზონა, რომელსაც თავად იქმნის და ცდილობს, ცხოვრებით დატკბეს.