ამ ქვეყნებში მოგზაურობა თუნდაც იმიტომ არის სასიამოვნო, რომ მეგობრული ადამიანები, ულამაზესი გარემო და კარგი პირობები აერთიანებთ.
ეს ადგილობრივებსაც და ტურისტებსაც ერთნაირად ხიბლავთ... ჩვენ შევადგინეთ ქვეყნების ხუთეული, რომლებიც მშვიდი, ლამაზი და ზღაპრულია.
კანადა - ეს გახლავთ მსოფლიოში სიდიდით მეორე ქვეყანა. აქ ადამიანები ძალიან მეგობრულები არიან. ულამაზესი ტყეები, ტბები, საოცარი გარემო და სუფთა ჰაერი კიდევ უფრო უწყობს ხელს იმას, რომ მშობლებმა ბავშვის ყოლის სურვილი გამოთქვან.
შვედეთი - ფართობით შვედეთი მესამე უდიდესი ქვეყანაა ევროპის კავშირში. აღსანიშნავია, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ღარიბი ადამიანი ყველაზე ნაკლებად შეგხვდებათ. მცხოვრებლების უმეტესობა თავს უზრუნველყოფილად და მშვიდად გრძნობს. შვედეთი ის იშვიათი ქვეყანაა, რომელსაც ყველა დარგში მაღალ დონეზე განვითარებული სამუშაო ძალები გააჩნია. ამრიგად, იქ უმეტესობისთვის ბავშვის აღზრდა, გამოკვება, ჩაცმა, სწავლა და ა.შ. ნაკლებად პრობლემური საკითხია.
უნგრეთი - ჩინებული ღვინო, უგემრიელესი სამზარეულო, სტუმართმოყვარე ხალხი... ეს გახლავთ ქვეყანა, რომელიც ულამაზესი არქიტექტურით, ღირსშესანიშნაობებითა და სიმშვიდით გამოირჩევა. აქ მცხოვრები ბავშვები თავს ზღაპარში გრძნობენ, რადგან იქაურობა ნამდვილად ზღაპარში აღწერილს ჰგავს.
ავსტრალია - ამ ქვეყანაში ყველაზე თბილი ზამთარი იცის და ეს ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია, რის გამოც იქ ბავშვის აღზრდა ღირს. გარდა ამისა, ავსტრალია აღიარეს ერთ-ერთ ყველაზე მშვიდობიან ქვეყნად, რომლის სამზარეულოც ნამდვილად გაგაოცებთ.
ირლანდია - ქვეყანა, რომელიც დასავლეთ ევროპაში მდებარეობს. ირლანდიისთვის დამახასიათებელია გველების სრული არარსებობა. არის ასეთი ლეგენდა, რომ ადრე წმინდა პატრიკმა ისინი კუნძულიდან ზღვაში განდევნა. ალბათ, თავადაც ხვდებით, თუ რატომაა ირლანდია მშვიდი, მოსახერხებელი და კომფორტული იქაური მცხოვრებლებისთვის.