როგორ უნდა შექმნათ სპა-სალონის დამამშვიდებელი ატმოსფერო საკუთარ საძინებელში?
პირველ რიგში, შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა ოთახში ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთები - მათთან ერთად ჯანმრთელი ძილის იმედი ნუ გექნებათ!
მობილური ტელეფონი
ალბათ, უკვე გსმენიათ მობილური ტელეფონის არასასურველი გამოსხივების ზემოქმედების შესახებ. ეს ყველაფერი არაა.
გაჯეტების (მობილურის, პლანშეტის, ნოუთბუქის და ა.შ.) ეკრანის ლურჯ სინათლეს შეუძლია ადამიანის ცირკადული (სადღეღამისო) ბიორიტმის დარღვევა გამოიწვიოს.
ყოველთვის, როდესაც ძილის წინ „ფეისბუქზე“ სქროლავთ, რისკავთ, რომ ნახევარი ღამე უძილომ გაატაროთ.
ტელევიზორი
არც ამ ტექნიკის ადგილია საძინებელში. გადაცემების ყურება ისე დაგირღვევთ ძილის რეჟიმს, რომ ვერაფერს მიხვდებით. დასვენების საათებს დახარჯავთ, ორგანიზმი მელატონინის საჭირო რაოდენობას ვერ გამოიმუშავებს, რაც სტრესს და ქრონიკული დაავადებების პროვოცირებას გამოიწვევს. აღარაფერს ვამბობთ ჩართულ ტელევიზორთან დაძინებაზე.
ეთერზეთები
არომათერაპიის წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ ზოგიერთ ეთერზეთს დამშვიდების ნაცვლად, შეუძლია თავის ტკივილი გამოიწვიოს. ზოგიერთ მათგანს ტვინის მასტიმულირებელი ეფექტი გააჩნია და საძინებელ ოთახში მათი ადგილი არაა.
ამ კატეგორიაში შედის ჟასმინი, ლიმონი, როზმარინი და პიტნა (მენთოლი).
ძველი ბალიში
ძილის ხარისხი და დილის განწყობა ბალიშის კომფორტულობაზეცაა დამოკიდებული. ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ, ამ ნივთზე ეკონომია არ გავაკეთოთ.
შეარჩიეთ ხარისხიანი მატერია.
საათი
ელექტრონული საათი განათებული ეკრანით არ უნდა იყოს თქვენს საძინებელში. თუ უძილობა გაწუხებთ, შეცვალეთ ასეთი საათი ჩვეულებრივით. ოღონდ უხმო შეარჩიეთ, რადგან მშვიდ ძილს ხელს უშლის ნებისმიერი სინათლე და ხმაური.
საჭმელი
არ ჭამოთ ლოგინში! ვახშამი საწოლში რომანტიკულად მხოლოდ ფილმებში გამოიყურება.
სუნი, ნამცეცები ხელს შეგიძლით კომფორტულად დაძინებაში.
საწერი მაგიდა
ყველა სახლში არ მოიძებნება სამუშაო კაბინეტი. ამიტომ მას, ვისაც პატარა ბინა აქვს, ხშირად უდევს კომპიუტერი საძინებელ (ან სხვა) ოთახში.
ფსიქოლოგები თვლიან, რომ კომპიუტერის ადგილი არ არის საძინებელში.
მაგიდა საძინებელ ოთახში არაორგანიზებულობის განცდას ტოვებს, რაც მოდუნებას და მშვიდ ძილს უშლის ხელს.
მაღვიძარა სიგნალის გადადების ფუნქციით
ჩვენ ყველას გვაქვს ასეთი - აჭერ ღილაკს, თიშავ ხმას და კიდევ 5-10 წუთი იძინებ. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ეს ჩვევა მოვიშოროთ. ფრაგმენტირებული ძილი ჯანმრთელობას იმაზე მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე უძილობა.
თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები გეცნოთ, თუ ვერ ახერხებთ დღე-ღამეში 8 სთ ძილს, თქვენი ორგანიზმი საჭირო რაოდენობით მელატონინს არ გამოიმუშავებს.
ფიტორემი უძილობის, ძილის რიტმის დარღვევისა და დაძაბულობის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა. ის მცენარეული დამამშვიდებლების გარდა, შეიცავს მელატონინს, რაც არტერიული ჰიპერტენზიის გართულებას ამცირებს.
მელატონინის გამომუშავებისთვის აუცილებელია 8 სთ სრულ სიბნელეში ძილი. როდესაც ძილის რეჟიმი ირღვევა, ორგანიზმის დახმარება აუცილებელია.
პრეპარატის შეძენა შესაძლებელია „სახალხო აფთიაქის“ ნებისმიერ ფილიალში.