ერთ-ერთ უცხოურ საიტზე წავაწყდი სტატიას დაახლოებით ისეთივე სათაურით, რაც რამდენიმე წამის წინ თავადვე წაიკითხეთ.
თავიდან ეს სისულელე მეგონა, მაგრამ ინფორმაცია ოფიციალურად გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ 2016 წელს მსგავსი რამ მართლა მოხდა!
იაპონელმა ბიოლოგმა იოსინორი ოჰსუმმა პრიზი მედიცინის დარგში აიღო და აღიარეს, როგორც ინოვაციური დიეტის ავტორი.
2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო პატარაა დღის განმავლობაში საკვების მიღების პერიოდი (მაგალითად თუ ჭამთ 9-დან შუა დღმდე და მერე საერთოდ აღაფერს ჭამთ), მით უფრო ჯანსაღად ფუნქციონირებს ორგანიზმი.
2016 წელს იოსინორი გვიმტკიცებდა, რომ ყველაფერი პირიქითაა. შემდეგ წელს ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, რომელიც ერთი და იგივე კატეგორიის ადამიანების მონაწილეობით ტარდებოდა, მისი თეორია დაამტკიცა.
განმარტება კი ასეთია: დღის განმავლობაში კვებისთვის განკუთვნილი დროის მცირე შუალედი აჩენს შიმშილის გრძნობას, ანუ როცა დღის მხოლოდ ერთ შუალედში ჭამ, მაგალითად, შუადღემდე, საღამოს უკვე გშია. შიმშილის დროს ორგანიზმი იწყებს ენერგიის ხარჯვას და ცხიმების წვას.
ასეთი შიმშილი კარგია ჯანმრთელობისთვისაც:
- იცავს კანს კიბოსა და დაბერებისგან.
- ძუძუს კიბოს რისკი მცირდება.
- არტერიული წნევა მცირდება.
- გულისცემის რისკი მცირდება.
- ძილის ხარისხი უკეთესია.
დღის რომელ მონაკვეთშია ჭამა უკეთესი?შევთანხმდით, რომ უმჯობესია, საკვები დღის მხოლოდ ერთ შუალედში მივიღოთ, მაგრამ რომელია ყველაზე ოპტიმალური დრო?
საღამოს ორგანიზმი ძილისთვის ემზადება და ნელდება მასში მიმდინარე პროცესებიც. მათ შორის, ნელდება საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება, რაც ნიშნავს იმას, რომ უკეთესია, საკვები დღის პირველ ნახევარში მივიღოთ. თუ საღამოს მიირთმევთ, თქვენი ბიოლოგიური საათი დაირღვევა.
როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად?
თქვენი ფანჯარა უნდა მოიცავდეს 6-8 საათს. ამიტომ უკეთესია, დილით ადრე ადგეთ, ისაუზმოთ, შეიქმნათ პოზიტიური განწყობა მთელი დღისთვის.
საუზმის დროს მიღებული საკვების ოდენობა უნდა აღემატებოდეს თქვენს ლანჩს.
და გაითვალისწინეთ! არ ითვალოთ კალორიები. ორ კვირაში აშკარა ცვლილებას შეამჩნევთ.
მარტივად, რომ ავხსნათ, დიეტის მიხედვით საკვები უნდა მივირთვათ დილის 9-დან შუა ღის სამ საათამდე. 9-15 საათის ინტერვალში მიირთვით რაც გსურთ, შემდეგ კი მხოლოდ წყლის დალევა შეგიძლიათ. როგორც ცნობილია, ასე დაკლო ჩცდ-ის მსახიობმა ნანუკა გულუამ.
გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება ამ უცნაურ დიეტაზე კომენტარებში.