ია ფარულავა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მსახიობ ქალად მიიჩნევა საქართველოში. წლებია, მსახიობობაზე მეტად ტელეწამყვანად იცნობს საზოგადოება.
პოპულარობას ხელს უწყობს მისი სკანდალური გამონათქვამები და პირადი ცხოვრება - მსახიობი 4-ჯერ იყო დაქორწინებული...
რამდენიმე საინტერესო ფაქტი:
ია 1967 წლის 5 თებერვალს დაიბადა თბილისში, სკულპტორის და მხატვარ ოთარ ფარულავას ოჯახში.
სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც რეჟისორ ნანა ხატისკაცის ფილმში "ძნელი დასაწყისი" (1981), ობოლი გოგონას — თიკოს როლი ითამაშა. ამის შემდეგ მსახიობმა მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუტანა. ესენია "ფესვები", "სპირალი" და სხვა.
1984 წელს ია ფარულავამ სწავლა დაიწყო თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, გამოჩენილი პედაგოგის და რეჟისორის მიხელ თუმანიშვილის ჯგუფში. სწავლის დასრულების შემდეგ თუმანიშვილმა ახალგაზრდა მსახიობი სამუშაოდ მიიწვია "კინომსახიობთა თეატრში".
1987 წელს ია ესწრება მოსკოვის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალს, სადაც ჟიურის თავმჯდომარედ მიწვეული იყო რობერტ დე ნირო, ნომინაციაში "ფესტივალის ყველაზე ლამაზი ქალი" დე ნირომ ია ფარულავა დაასახელა. შემდეგ დე ნიროს და იას მეგობრობა კვლავაც გაგრძელდა.
90-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა სამსახიობო კარიერის აწყობა ვერ მოახერხა, მხოლოდ რამდენიმე სარეკლამო რგოლში, მუსიკალურ კლიპში და მცირებიუჯეტიან ფილმში გადაიღეს.
2000-იანი წლების დასაწყისში ია საქართველოში დაბრუნდა და მალევე ითამაშა გიორგი შენგელაიას პირველ ქართულ ეროტიულ ფილმში "სიყვარული ვენახში". მსახიობობის პარალელურად დაიწყო
გაგრძელება + ფოტოები
საოცარი ფოტოები, რომლებიც ისტორიას დარჩება - ია ფარულავა ყველასთვის ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად