მამაკაცებო, როდესაც ქალი თქვენი ცოლი ან შეყვარებულია ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფრაზები აღარ აკონტროლოთ.
საქმე იმაშია, რომ ზოგჯერ ერთ სიტყვასაც კი უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. არავინ იცის ჩვენ იმ მომენტში როგორ ხასიათზე ვართ, რას ვფიქრობთ, რას განვიცდით და რას ველით თქვენგან.
არსებობს ფრაზები, რომელიც მამაკაცმა საყვარელ ქალს არ უნდა უთხრას. ეს შეიძლება იყოს არასასიამოვნო, მოულოდნელი, სიბრაზის გამომწვევი, მამაკაცის გულგრილობის დამამტკიცებელი, ან უფრო უარესი- იქნებ ვიფიქროთ, რომ თქვენ სულაც არ გაღელვებთ რა გვსურს.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
„ძვირფასო, დღესაც ძმაკაცთან ვრჩები“- ბუნებით ყველა ქალი ეჭვიანია, უბრალოდ ეს გრძნობა ზოგს გაათმაგებული აქვს, ზოგს კი ნაკლებად. რაც არ უნდა ვთქვათ, ალბათ არ არსებობს ქალი, რომელსაც ეს სიტყვები სამომავლოდ არ მოაგონდება და მისი ხშირად გაგების შემთხვევაში ეჭვის საბაბი არ გაუჩნდება.
„საუზმე გემრიელად გამოიყურება, მაგრამ არ მშია“- თქვენი აზრით რას ვიფიქრებთ ამ დროს? დიახ, თავში სხვადასხვა აზრმა შეიძლება გაგვიელვოს. მაგალითად იმან, რომ შესახედაობითაც კი არ მოგეწონათ ჩვენ მიერ მომზადებული საუზმე. ამან შეიძლება ჩვენს ხასიათზეც იმოქმედოს და ნუ გაგიკვირდებათ, თუ მეუღლე (გნებავთ შეყვარებული) უკმაყოფილო სახით შემოგხედავთ. მით უფრო დაუშვებელია წუწუნი, რა უგემურია საჭმელი.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
აქვე კიდევ ერთი ფრთიანი ფრაზა გამახსენდა. „ასეთი სახე ნუ გაქვს, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის“ - ამ სიტყვების თქმის დროს ვერცერთ მამაკაცს ვერ შეატყობთ კმაყოფილებას, რაც ჩვენს უცნაურ და ხან სევდიან განწყობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. ქალებს გვსურს, რომ ჩვენი უსიტყვოდ თუ არა, სიტყვიერად მაინც ესმოდეთ.
„მასე ნუ აკეთებ, დედაჩემმა მითხრა, რომ ასე სჯობს“- ამით მიგვანიშნებთ, რომ საქმის კეთება დედათქვენს ჩვენზე უკეთ გამოსდის, რაც ქალებს არ უყვართ. ჩვენ ხომ ვცდილობთ ყველაფერი გამოგვივიდეს, თავი მოგაწონოთ, ვიყოთ საუკეთესოები და არასდროს დავიმსახუროთ შენიშვნები.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
„ვნახოთ, შეიძლება..“- ზოგჯერ არაფერი არაა იმაზე გამაღიზიანებელი, ვიდრე მამაკაცის მხრიდან კონკრეტიკისთვის თავის არიდება. მაშინვე გვიჩნდება კითხვები: აბა როდის ეცოდინება? რა პასუხია ეს?..
„არ ვიცი, პასუხი არ მაქვს“- შეუძლებელია პასუხი არ გქონდეთ. რაღაც პასუხი ყოველთვის არსებობს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე რთულად ამოსახსნელ ამოცანასთან გაქვთ.
„OK“ - ამის თქმას, არაფრის თქმა სჯობს. ჩვენ ბევრად მეტს ველით, ამიტომ იმედგაცრუებაც არ დააყოვნებს. უსიამოვნოა, როცა ვხვდებით, რომ ჩვენთვის დრო არ გაქვთ, ან იმდენად შეგიძლიათ გაგვიბრაზდეთ, რომ მეტი არაფერი გაიმეტოთ.
„ჯერ დაფიქრდი და მერე თქვი“- ეს ქალს აგრძნობინებს, რომ სულელი გგონიათ.
მამაკაცებო, გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ „მცირედ“ დეტალებს მთელი დღის გაფუჭებაც კი შეუძლია.