20 წლის წინ, ალბათ, არავინ დაიჯერებდა, რომ ერთ დღესაც მამაკაცები ქალებივით გაიკეთებდნენ მაკიაჟს.
როგორც უნდა იყოს, ფაქტია, რომ დასავლეთში ყოველი მეოთხე Beauty-ბლოგერი მამაკაცია. ჩვენს ჩამონათვალში ძლიერი სქესის თითოეული წარმომადგენელი განსხვავებული პროფესიისაა: მსახიობები, მომღერლები, ბლოგერები, შოუმენები და ბიზნესმენებიც კი. მათ კი სწორედ ექსტრავაგანტური მაკიაჟის სიყვარული აერთიანებთ, რისი წყალობითაც ზოგიერთმა მათგანმა პოპულარობა მოიპოვა.
დევიდ ბოუვი
ლეგენდარული მომღერალი ჯერ კიდევ 70-იან წლებში აოცებდა საზოგადოებას ზიგი სტარდასტის გამოსახულებით.
ბოი ჯორჯი
მამაკაცური მაკიაჟის სამყაროში ბოი ჯორჯი ისეთივე ლეგენდად მიიჩნევა, როგორც დევიდ ბოუვი. თუმცა, თუ ბოუვის დეკორატიული კოსმეტიკის ექსპერიმენტები ხელოვნება იყო, ჯორჯი უპირატესობას ქალის მაკიაჟს ანიჭებდა.
ჯარედ ლეტო
2000-იან წლებში ჯარედ ლეტო ნამდვილი როკ-ვარსკვლავი იყო: შავად შეღებილი თვალები, შავი თმა წითელი ბოლოებით და შავი ლაქი ფრჩილებზე. საბედნიეროდ, დროთა განმავლობაში პანკური სტილი გაქრა. ამჟამად კი მარად ახალგაზრდა მომღერალი და მსახიობი გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევა და რეგულარულად ხვდება თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მამაკაცთა სიაში.
ჯეფრი სტარი
ჯეფრი სტარი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია სილამაზის ინდუსტრიაში, საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი აქვს და მილიონერია.
პაველ პეტელი
ბოდიბილდერის სხეული, წვერი და მკვეთრი მაკიაჟი - ამ ატომურმა მიქსმა ოდესღაც ინტერნეტი ააფეთქა.
ჯეიმს ჩარლზი
ამერიკელ ბლოგერსა და ვიზაჟისტს ახლახან შეუსრულდა 19 წელი, "ინსტაგრამზე" კი უკვე 7 მლნ გამომწერი ჰყავს. ჯეიმს ჩარლზი გამუდმებით ატარებს მაკიჟზე ექსპერიმენტებს, ერთმანეთში ურევს სხვადასხვა ფერსა და ტექსტურას.
ანდრეი პეტროვი
ახალგაზრდა რუსი ვიზაჟისტი კრეატიულობაში არ ჩამორჩება თავის დასავლელ წინამორბედებს. ეპატაჟური ბლოგერისგან ანდრეი ნამდვილ მხატვრად ჩამოყალიბდა.