ბრიჯიტ მაკრონი მეუღლესთან ერთად საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ისვენებს.
ბრიჯიტს არასდროს ერიდება მოკლე კაბების ჩაცმა, როცა მის ქმარს ოფიციალური შეხვედრები აქვს ამერიკის პრეზიდენთან, ან ვახშამი ელისეის სასახლეში.
მას არაერთხელ უთქვამს, რომ რეგულარულად ვარჯიშობს და აკონტროლებს ჯანმრთელობას. ახლა კი გაირკვა, რომ აქტიური სპორტიც უყვარს - ველოსიპედით სეირნობისას საფრანგეთის პირველ ლედის თავისუფალი მაისური და... მინი-შორტი ეცვა.
ამ ფაქტმა პრესაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ახლა ყველა ბრიჯიტ მაკრონის მოხდენილ ფეხებს განიხილავს.