ტოპ 4 გოგო „victoria’s secret”-ის ახალი კასტინგიდან - Marao

ტოპ 4 გოგო „victoria’s secret”-ის ახალი კასტინგიდან

2018-08-30 22:59:06+04:00

მართალია, ჯერ კასტინგის შედეგები არ ვიცით, თუმცა "ინსტაგრამზე" ეს 4 გოგონა განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს და შეიძლება ითქვას, რომ ფავორიტები არიან.

ჯოი ვანდერეიკენი - ბელგიელი მოდელი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ექვს სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს.

თაკო ნაცვლიშვილი - ქართველი წარმატებული მოდელი, რომელიც აქტიურად იღებს მონაწილეობას სერიოზული დიზაინერების ჩვენებებში, სხვადასხვა რეკლამაში და სტაბილურად თანამშრომლობს რამდენიმე წამყვან სააგენტოსთან.

როსიო კრუსეტი - მოღვაწეობს ნიუ-იორკში და თანამშრომლობს სხვადასხვა სააგენტოსთან. გადაღებებზე ძირითადად მილანში, ლონდონსა და სიდნეიშია.

ტანია კიზკო - ის ყველაზე ხშირად ლონდონსა და მილანშია და კონტრაქტი ოთხ სამოდელო სააგენტოსთან აქვს გაფორმებული.