მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა "ვიქტორია სეკრეტის" კასტინგზე კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა.
ახალი ფეშენ-შოუსთვის მორიგი კასტინგი ნიუ-იორკში გაიმართა და თაკო ნაცვლიშვილმა ნამდვილი ფურორი მოახდინა.
თაკო ნაცვლიშვილი:
- პარიზში რომ ჩავედი, 16 წლის ვიყავი. სააგენტოში გადამიღეს ფოტოები. შეხვედრები მქონდა ცნობილი მარკების, Versace-სა და Givenchy-ს წარმომადგენლებთან. იმ პერიოდში პარიზში უნდა გამართულიყო 2015 წლის ოტ კუტიური. მათთვის ახალი სახე ვიყავი და დაინტერესდნენ. მოდის კვირეულებისთვის ახალ სახეებს ყოველთვის ეძებენ. მაშინ გამოვედი იოჯი იამამოტოს ჩვენებაზე. მალევე დაიწყო პარიზის მაღალი მოდის კვირეული, სადაც გამოვედი: Versace- ს, Armani-ს, Elie Saab-ის, Dior-ის, Ralph&Russo-ს ჩვენებებზე.
უყურეთ ვიდეოს