ფეხბურთელობიდან კახი კალაძემ ჯერ ბიზნესში გადაინაცვლა, შემდეგ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი მოირგო, ახლა კი დედაქალაქის მერია.
კახი საზოგადოების სიყვარულით დიდი ხანია სარგებლობს, რაც ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილისგან ნამდვილად გამოარჩევს. გულშემატკივრები არც კახის ოჯახს აკლია. დიზაინერი ანუკი არეშიძე და კახი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილია. ამას ის დაუშურველი კომენტარებიც ადასტურებს, რომლებსაც ანუკისა და მათი შვილების ფოტოების ქვემოთ ვკითხულობთ.
ახლახან წყვილს მეოთხე ვაჟი ნიკოლა შეეძინა.
როგორც ამბობენ, კახი კარგი მამა და ქმარია. ის სულ ცდილობს, მეუღლის მშობიარობას დაესწროს. დედაქალაქის მერისთვის მუდამ ოჯახის გვერდით ყოფნა რთული უნდა იყოს, მაგრამ როგორც ჩანს, ის ამასაც ახერხებს და ცდილობს, ოჯახის წევრებს მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმოს.
თუ მის "ინსტაგრამს" გადავავლებთ თვალს, ბევრ ფოტოს აღმოვაჩენთ, რომლებიც ამას ადასტურებს:
„ჩემი დაკავებულობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ანუკა უფრო ხშირად არის ბავშვებთან, უფრო დიდ დროს უთმობს. მე მაქსიმალურად ვცდილობ, როგორც კი მაქვს თავისუფალი დრო, ოჯახთან და ბავშვებთან ერთად გავატარო, თუმცა მგონია, რომ არ არის საკმარისი და უფრო მეტი დრო უნდა გავატარო. იშვიათად გამომყავს ბავშვები სკოლიდან, ძალიან უხარიათ ხოლმე, ძირითადად, დედიკოს გამოჰყავს“ - კახი კალაძე.