დამთავრდა საზაფხულო არდადეგები და დაიწყო სასწავლო წელი.
დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და მოზარდებისთვის, რომლებისთვისაც ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო.
ირინა ონაშვილმა პირველი ვაჟი საბა სკოლაში წელს პირველად მიიყვანა. მოდელმა "ინსტაგრამზე" ატვირთა საბას მერხთან გადაღებული სურათი წარწერით: „საბას ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო“...
კერძო სკოლაში, რომელშიც ირინა ონაშვილის შვილი ივლის, წლიური გადასახადი 6790 ლარია. ირინას "ინსტაგრამის" „ფოლოუერები“ ულოცავენ და მის შვილს წარმატებებს უსურვებენ.
ტელეწამყვანის, თორნიკე კვერენჩხილაძის ქალიშვილი ანასტასია კვერენჩხილაძე გუშინ, 15 სექტემბერს გახდა 6 წლის და დღეს ის პირველად წავიდა სკოლაში. თორნიკემ სოცქსელში, სხვა მშობლებისგან განსხვავებით, არა ბავშვის ფოტო, არამედ #147-ე სკოლის შენობის რამდენიმე სურათი გამოაქვეყნა კრიტიკული აღწერის თანხლებით.
სოფო ბედიას შვილი წელს სკოლაში უკვე მეოთხედ მიდის. მომღერალმა „ფეისბუქზე" გამოაქვეყნა შვილთან ერთად სკოლაში გადაღებული ფოტო და ყველას მიულოცა სასწავლო წლის დაწყება.
ხატია სიჭინავას ქალიშვილი გაბრიელა ფრანგული სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა. ხატიამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სპეციალურად შეარჩია სკოლა, სადაც უნიფორმებით დადის ყველა მოსწავლე. ხატიას "ინსტაგრამზე" ატვირთულ ფოტოზეც მერხთან მჯდომი უკვე მეორეკლასელი გაბრიელა ფორმითაა.
გვანცა დარასელიამ "ინსტაგრამზე" ატვირთა მისი შვილის ფოტოები H&M-ის ფასდაკლებებზე შენაძენი ტანსაცმლით. ტელეწამყვანი წერს, რომ ძალიან გაუხარდა, როცა ფასდაკლებების შესახებ გაიგო. კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ერეკლე ძალიან სიმპათიურია.
კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ და მისმა მეუღლემ, ნანა ცინცაძემაც ატვირთეს "ინსტაგრამზე" შვილის სასწავლო წლის პირველ დღეს გადაღებული ფოტოები. კომენტარებში მშობლებს შვილის, ნიკოლოზის წარმატებას უსურვებენ.