ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ცნობილია თავისი სკანდალური პოსტებით.
ამჯერად, მან სტატუსი მშობლების იმ კატეგორიას მიუძღვნა, რომლებიც შვილებს სქესის მიხედვით არჩევენ და უპირატესობას ვაჟებს ანიჭებენ.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
გურამ შეროზია:
"-ცალკე იდიოტებად არიან გამოსაყოფი ის მშობლები, სამი გოგო შვილი რომ ჰყავთ და ერთი ვაჟი. ჰოდა, მთელი ორი სახლი და სამი მანქანა ამ ბიჭს ეკუთვნის.
რატომ?
იმიტომ, რომ ქალი ქმარს ჩაბარდება და ბიჭია მათი პატრონი. რომ ყველაფერი ბიჭისაა და გოგო მაინც წამსვლელია და მერე კუბოს კართან მისულები ისევ გოგო შვილის მოსავლელები ხდებიან.
შეგახსენებთ, რომ თქვენს გოგონა და ვაჟ შვილებს შორის განსხვავება მხოლოდ *ლეა. შესაბამისად, სრულიად ლოგიკურად შეიძლება გეწოდოთ *ლისთაყვანისმცემლები, ან *ლის გიჟები, რაც არც ისე კარგია. ამიტომ, გთხოვთ, მოდით, აღარ ვიყოთ <3
ასევე გთხოვთ - დაფიქრდეთ...
და გრცხვენოდეთ!!!
პ.ს. ნაკლებად თავაზიანი ტონისთვის უკაცრავად, გოგონას მამა ვარ მეც და ეს მარაზმები ასჯერ უფრო მეტად მტკივა და მჯერა, რომ შეძახილი გაახმობს ხეს და ჩვენც შევცვლით ყველაფერს უკეთესობისკენ "