კელსი მერიტი სწორედ იმ ბედნიერთაგანია, რომელიც “victoria’s secret”-ის ახალ კასტინგზე შეარჩიეს.
თაკო ნაცვლიშვილმა კი, სამწუხაროდ, “victoria’s secret”-ის ახალ კასტინგზე წელსაც უარი მიიღო.
ფილიპინელი მოდელი ამჟამად 21 წლისაა. თავისუფალ დროს ვარჯიშითაა დაკავებული, თუმცა ზოგჯერ გემრიელ სასუსნავებზეც არ ამბობს უარს.
მას 4 სააგენტოსთან აქვს კონტრაქტი გაფორმებული და სხვადასხვა კოსმეტიკურ ბრენდთან თანამშრომლობითაა დაკავებული. მათ შორის უცვლელია - “Maybelline”.
ის ძალიან წარმატებული გოგონაა, თუნდაც იმიტომ, რომ კოლეჯში ერთ დროს ფრენბურთის გუნდის კაპიტანიც გახლდათ.
შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, მაგრამ კელსი მერიტი „ბროდვეის“ თავგადაკლული ფანია.
ძალიან უყვარს პოპ-მუსიკა, მოგზაურობა და მუდმივად თავგადასავლების ძიებაშია.
გთავაზობთ მის ფოტოებს „ინსტაგრამიდან“.