ქართველი დიზაინერების ნამუშევრები საქართველოს საზღვრებს კარგა ხნის წინ გასცდა, მაგრამ ჰოლივუდამდე არცთუ ისე დიდი ხნის წინ მიაღწია და ბოლო პერიოდში სელებრითები ჩვენი დიზაინერების სამოსით კამერების წინ ხშირად პოზირებენ.
ერთად გავიხსენოთ ის ქართველი დიზაინერები, რომლებიც უცხოელ ვარსკვლავებს აცმევენ:
1. დიზაინერი დევიდ კომა (DΛVID KOMΛ). დავით კომახიძე ინგლისში მოღვაწეობს. მისი შექმნილი სამოსი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს საზღვარგარეთ. დევიდ კომას ტანისამოსს ისეთი ვარსკვლავები იცვამენ, როგორებიცაა: სკარლეტ იოჰანსონი, მირანდა კერი, ჯენიფერ ლოპესი, ევა ლონგორია, ემილი ბლანტი და სხვ... ასევე, დევიდი ცნობილი მოდის სახლის - MUGLER-ის კრეატიული დიზაინერია.



2. დიზიანერ გიორგი ქებურიას სათვალე ჟურნალ VOGUE-ში მოხვდა, მანამდე კი ჯიჯი ჰადიდიმ მოიხდინა.

3. ჯაბა დიასამიძე, რომელსაც ქართველ კრისტიან დიორად მოიხსენიებენ, კლასიკური სტილით გამოირჩევა. მისი ქუდი ანჯელინა ჯოლიმ მოირგო, კაბა კი - იზაბელ იუპერიმ.


3. ყველასათვის საყვარელი ანოუკის კაბა ეცვა Jessie J-ს.

4. წელს MET GALLA-ზე დიზაინერ თეო ოთარაშვილის მიერ შექმნილი კაბით სელენა გომესი წარდგა.

5. ქართული ბრენდის, Mach & Mach-ის სამოსით ხშირად ჩნდება კეტი პერი.