სულ ცოტა ხნის წინ ნუკი კოშკელიშვილმა ახალგაქრისტიანებულ ოლივერთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ასეთი ისტორია დაურთო: "დღეს მქონდა ინტერვიუ ერთ-ერთ გაზეთთან და ჟურნალისტმა ასეთი კითხვა დამისვა:”ბენი არ გეუბნება გასუქდი და უნდა გახდეო”. ძალიან გავბრაზდი და ვუთხარი, რა თქმა უნდა არა თქო. თუმცა, მერე დავფიქრდი, რადგან ასეთი კითხვა ისმევა ესე იგი, მსგავსი რაღაცები ხდება და გული მომეკუმშა რომ წარმოვიდგინე, იმ დედების გრძნობა.. ჯერ სუქდები ცხრა თვე, მერე აჩენ და დასავარცხნი, დანევროზებული კან-ჩამოკიდებული დედა ხარ, რომელსაც ისედაც კომპლექსები აქვს რომ ქმრისთვის არ არის მიმზიდველი და აი ამის ფონზე კიდევ რომ მოგიტრიალდეს და გითხრას გახდიო!!! ძალიან ვიდარდე, ბევრი ვიფიქრე და უცბად გავიფიქრე, ხომ არ ჯობია გითხრას გულწრფელად, ამით სტიმული მოგცეს და თავს მიხედო (ძალით, სხვანაირად არ გამოვა). იმის ნაცვლად რომ გვერდზე გაიხედოს, უბრალოდ გითხრას ასეთი არ მომწონხარ მოდი მიხედე თავს. მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა.. პასუხი ვერ ვიპოვე. მხოლოდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ქალის მოსაწონს მშობიარობის შემდეგ კაცი ვერ იზამს ვერაფერს. ჩვენ მაინც არ მოგვეწონება მისი საქციელი... ოჰ ეს ჰორმონები."
ფაქტია, რომ ნუკიმ მშობიარობის შემდგომ ბევრი რამ გადააფასა და თავის "ინსტაგრამგვერდზე" არაერთი ქალბატონის მოტივატორია.