"ჭიანჭველას ბუდე" - გემო წარსულიდან - Marao

"ჭიანჭველას ბუდე" - გემო წარსულიდან

2020-01-22 11:30:32+04:00

ლეგენდარული "ჭიანჭველას ბუდე" არ საჭიროებს რეკლამას. ტორტი პირველად 70-იან წლებში გაჩნდა და სხვადასხვა ქვეყანაში სწრაფად გავრცელდა.
ის წარმოუდგენლად გემრიელია და მხოლოდ 6 ინგრედიენტით მზადდება.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი 500 გრ
  • შესქელებული რძე 400 გრ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ნაღების კარაქი 200 გრ
  • შაქრის პუდრა 1 ს/კ
  • გამაფხვიერებელი

მომზადების წესი:

  1. გაალღვეთ კარაქი და ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან ერთად. დაუმატეთ კვერცხები და კვლავ ათქვიფეთ.
  2. ცალკე ჯამში შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი და გამაფხვიერებელი. შემდეგ ჩაყარეთ კვერცხიან მასაში. სწრაფად მოზილეთ რბილი ცომი.
  3. ცომი გააბრტყელეთ (ხაჭაპურის ფორმა მიეცით), შეახვიეთ პერგამენტში და ნახევარი საათით შედეთ მაცივარში.
  4. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  5. ცომის ზოლები ფირფიტაზე გაშალეთ და აცხვეთ ქურაში 15-20 წუთი, 200 გრადუსზე.
  6. გააცივეთ ბისკვიტი, გადაიტანეთ ჯამში და დაფხვენით. დაუმატეთ შესქელებული რძე, აურიეთ და მოათავსეთ თეფშზე (პირამიდის ფორმით).

გემრიელად მიირთვით!