თუ გგონიათ, რომ სექსის შემდეგ ყველა ადამიანი კმაყოფილებას გრძნობს და განცდილი წუთებით ტკბება, ძალიან ცდებით. არსებობს ზოდიაქოს ნიშნები - მათ შორის შესაძლოა თქვენი პარტნიორიც იყოს - რომლებსაც ფიზიკური კავშირის შემდეგ პესიმიზმის ტალღა აწვებათ და ზოგჯერ ტირიან კიდეც.
თევზები
პირველ ადგილს ყველაზე დეპრესიული ნიშანი - თევზები იკავებენ. სექსის შემდეგ დასაოჯახებელ თევზს საშინელი ფიქრები უტრიალებს თავში: ,,ხომ შეიძლება მიმატოვოს, მე კი ასე დამოკიდებული ვარ მასზე სულიერად და ფიზიკურად?“ არ იფიქროთ, რომ თევზები არ გენდობიან. საქმე ისაა, რომ ამ ნიშნით დაბადებულები ყოველთვის ყველაზე საშინელ სცენარს განიხილავენ გონებაში, რომ თუ არასასურველი რეალობის წინაშე დადგებიან, ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ და არ გატყდნენ.
თუ თევზი დაოჯახებულია და სექსი მეუღლესთან აქვს, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ფიზიკური სიახლოვის შემდეგ ეჭვები უტივტივდება: ,,შეიძლება მღალატობდეს? როგორმე ხომ გავიგებდი, რომ მიღალატა?“
თუ თევზმა საყვარელ ადამიანს უღალატა, სექსის შემდეგ მასში ენითაუწერელი სინდისის ქენჯნა იღვიძებს და ცრემლებამდე მიჰყავს.
მორიელი
მეორე ადგილას ფიზიკური სიახლოვის მოყვარული მორიელია. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს იმდენად ხშირად აქვთ სექსი, რომ სიამოვნებას ვეღარც იღებენ, თითქოს ჩვევაში გადაუვიდათ და უბრალოდ მოთხოვნილებას იკმაყოფილებენ. ორგაზმს მიაღწევენ თუ არა, პარტნიორისადმი ზიზღი უჩნდებათ და სურთ, რაც შეიძლება მალე გაეცალონ მას. მორიელი სექსის შემდეგ უბედურია, რადგან ხვდება, როგორ გააუფასურა ის, რასაც მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა.
თუ მორიელს სექსი აქვს ქალთან / კაცთან, რომელიც ნამდვილად უყვარს, ბოლოს თავს დამნაშავედ გრძნობს და სინდისი უფორიაქდება, რადგან შეეძლო ყველა ის სასიამოვნო წუთი, რომელიც მის ქარიშხლიან სქესობრივ ცხოვრებას უკავშირდება, სწორედ მასთან ერთად განეცადა. გაგრძელება