გაეცანით კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს და გაიგეთ, რა გელოდებათ:
მორიელი
ირგვლივ მყოფებს თავის გამოვლენის საშუალება მიეცით, მაგრამ ყოველთვის დაანახვეთ, ვინ არის მთავარი გამწევი ძალა. ამ კვირაში კარგად უნდა შეისწავლოთ თქვენი კოლეგების შესაძლებლობები. ასევე, სცადეთ გაიგოთ, რას გეგმავენ კონკურენტები. ეს ინფორმაცია სულ მალე შეუფასებლად მნიშვნელოვანი გახდება! მისია, რომელიც რამდენიმე თვის წინ იკისრეთ, ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და, თუ გინდათ, რომ წარმატებით შეასხათ ხორცი, არავითარ შემთხვევაში არ მოდუნდეთ. ამ კვირაში თავს დაგატყდებათ მოულოდნელობა, რომელსაც მზად უნდა დაუხვდეთ და სწრაფი რეაგირებით გადაჭრათ პრობლემა. ამ კვირაში მოსალოდნელია ახალი პარტნიორული კავშირების დამყარება. მოგაწვებათ აუხსნელი, პოზიტიური ემოციები, რომლებიც შეგმატებთ ენერგიას.
მშვილდოსანი
თუ თქვენ ის მშვილდოსანი ბრძანდებით, რომელიც ბოლო დროს უენერგიობას და მუდმივ ძილიანობას უჩიოდა, მოსალოცად გაქვთ საქმე, რადგან ამ კვირაში თქვენი მთვლემარება და აპათეა დასრულდება! გაგიჩნდებათ სურვილი, ძველ საქმეს დაუბრუნდეთ ან სრულიად ახალ მიმართულებაში სცადოთ ბედი. საბოლოოდ, ორივე შემთხვევაში მოგებული დარჩებით. ამ კვირაში მოერიდეთ მოგზაურობას, რომელიც ასე გიყვართ, თორემ ხათაბალაში გაეხვევით. განტვირთვის საშუალებები თქვენივე ქალაქში/სოფელში მოძებნეთ. ზოგჯერ უბრალოდ წიგნის წაკითხვამაც კი წარმოუდგენელი ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს! გაიხსენეთ წარსული და კარგად აწონ-დაწონეთ თქვენი შეცდომები. ეცადეთ, ერთსა და იმავე ლაფში ორჯერ არ გაისვაროთ. ბევრი იმოძრავეთ, რადგან არსებობს წონაში მატებისა და ჯანმრთელობის პრობლემების ზრდის ალბათობა. დროებით შეელიეთ კომპიუტერსა და პლანშეტს, მაშინ მაინც, როცა სამსახურში არ ხართ, ან წინასწარვე შეეგუეთ ფაქტს, რომ თავის ტკივილი დაგეწყებათ და თვის ბოლოს თვალის ექიმთან კონსულტაცია მოგიწევთ.
თხის რქა
ამ კვირაში ცხოვრება ახალ შანსს გთავაზობს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვათ ხელიდან. ისინი, ვინც საინტერესო შემოთავაზებით მოგაკითხავენ, კარგად გიცნობენ. ამიტომ ეიმედებით. შესაძლოა, მოლაპარაკებები წარიმართოს ვირტუალურად, ონლაინრეჟიმში. იმ თხის რქების ცხოვრებაში, რომლებსაც ფინანსური პრობლემები ჰქონდათ, დამატებითი შემოსავლის წყარო გაჩნდება. ზოგიერთმა თხის რქამ შესაძლოა სამეგობრო წრე გამოიცვალოს. უმტკივნეულოდ ჩამოშორდით მათ, ვისაც თქვენი აღარ ესმის ან არ აფასებს მათთვის გაკეთებულ სიკეთეს. ამ პერიოდში შეხვდებით მომხიბვლელ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, რომელიც თქვენი გულის მოგებას მოახერხებს.
მერწყული
ამ კვირაში გამოეყოფით ბოჰემურ საზოგადოებას, რომელშიც ბოლო დროს ტრიალებდით. მოსალოდნელია შეხედულებების რადიკალური ცვლილება. შესაძლოა თქვენს გონებრივ და რაციონულ მსჯელობაზე ამბიციები გამეფდეს, რაც ხელს შეგიშლით ადამიანებთან ურთიერთობაში. საქმეზე კონცენტრაციაც გართულდება. სჯობს, ამბიციები მოთოკოთ და სამუშაოში თავით ჩაეფლათ. ამ შემთხვევაში ყველას ღირსეულად დაუმტკიცებთ, რაოდენ ნიჭიერი და კომპეტენტური ხართ. ზოგიერთ მერწყულს ოცნების სახლის ყიდვის შანსი მიეცემა. კვირის ბოლომდე თქვენს ერთ-ერთ მეგობარს გაუჭირდება, თქვენი ფსიქოლოგიური ან მატერიალური მხარდაჭერა დასჭირდება.
თევზები
ამ კვირაში რადიკალური ცვლილებების სურვილი არ გაგიჩნდებათ. სამაგიეროდ, წლის ბოლომდე აუცილებლად მოგინდებათ, თავი დააღწიოთ ყოველდღიურ რუტინას. ამიტომ თუ საზღვარგარეთ წასვლის შანსი გაქვთ, გამოიყენეთ! ალბათ, უამრავი მიზეზის მოფიქრება შეგიძლიათ, რაც ქვეყნის დატოვების საშუალებას არ გაძლევთ, მაგრამ მოახერხეთ ”გაძრომა!“ ეს მოგზაურობა დიდი ცვლილებების საწყისი გახდება! საქმემ შესაძლოა დაგაკავშიროთ ადამიანთან, რომელიც ზედმეტად განსხვავებულია თქვენგან, მაგრამ თქვენი კოლაბორაცია ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდება და წარმატებასაც მოგიტანთ! ზოგიერთი თევზი გაიგებს, რომ საზღვარგარეთ სწავლის საშუალება მიეცემა - ან წერილს მიიღებს უნივერსიტეტიდან, ან დაფინანსებას მოიპოვებს, რომელსაც მოუთმენლად ელოდა. თქვენი მეუღლე ან პიროვნება, რომელიც ყოველდღიურობის ნაწილად გექცათ, გამოავლენს ახალ ნიჭს, რითაც გაგაოცებთ.
ვერძი
ამ კვირაში გაიგებთ საიდუმლოს, რომლის დამალვაც ძალიან გაგიჭირდებათ. თუ თქვენ ის ვერძი ხართ, რომელიც რაღაცას მალავს, ინფორმაციის გავრცელების საშიშროება გემუქრებათ. ეცადეთ, თვალში არავის მოხვდეთ და ზედმეტი კითხვები არ დასვათ, რომ ყურადღება არ მიიქციოთ. ამ კვირაში იმატებს თქვენი სექსუალურობაცა და სექსის სურვილიც. დროა, თქვენს პარტნიორს, რომელთანაც რომანტიკული ურთიერთობები გაკავშირებთ, პასუხისმგებლობები დააკისროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან წაგებული დარჩებით. არ ღირს საყვარელ ადამიანებთან წვრილმანებზე ჩხუბი. მაგალითად, უსწორმასწოროდ დაგდებული წინდები ან სველი პირსახოცი, რომელიც გარეთ არ გაუფენიათ და სკამზე მიაგდეს. გაგრძელება