არასდროს მიირთვათ ისინი
ტკბილი სასმელები

გაზიანი და ხილის სასმელები - მსგავსი პროდუქტების ყველაზე ნათელი მაგალითია. ისინი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავენ, მაგრამ სხვა არავითარ სასარგებლო ნივთიერებას არ შეიცავენ. მსგავსი სასმელების რეგულარული მიღება მკვეთრად გაზრდის გულის დაავადებების, ჭარბწონიანობის, ენდოკრინოლოგიური სისტემისა და სიმსივნის წარმოქმნის რისკსაც კი.
მარგარინი

მარგარინს დღემდე მიიჩნევენ კარაქის ჯანსაღ ალტერნატივად, მაგრამ ასე არ არის. ის შეიცავს ინგრედიენტს, რომელშიც ბევრი ტრანსცხიმებია, რასაც „ცუდი“ ქოლექსტერინის გამომუშავების გაზრდა შეუძლია. შედეგად კი, თქვენი გული კიდევ უფრო დიდ საფრთხეში ვარდება, ვიდრე ჩვეულებრივი კარაქის მიღების დროს.
კონსერვირებული ხილი

ახალი ხილი ჯანსაღი რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილია. ასევე სასარგებლოა ჩირი და გაყინული ხილიც, მაგრამ არა კონსერვირებული - ის ხომ ძირითადად შაქრის სიროფის წყალობით ინახება, რაც ძალიან მავნეა.
ხილის ყინული

პოპულარური საზაფხული გამაგრილებელი საშუალება, თუმცა არც ისეთი უწყინარი რამაა: ის ხომ ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს, ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს შეიცავს.
კოფეინის შემცველი სასმელები

ფიქრობთ, რომ ყავას სვამთ, მაგრამ თქვენი ორგანიზმი იმდენ კალორიას იღებს, რომ თითქოს დესერტი მიირთვით. კოფეინის შემცველი ტკბილი სასმელები გაცილებით ბევრ შაქარს, ცხიმსა და ცარიელ ნახშირწყლებს შეიცავენ, ვიდრე კერძი, რომელიც სადილად ან ვახშმად მიირთვით. თუ ამ სასმელებს თავს ვერ ანებებთ, სცადეთ თვეში მხოლოდ ერთ-ორჯერ დალიოთ და უმჯობესია დღის პირველ ნახევარში.
თეთრი შოკოლადი

შოკოლადი ძალიან სასარგებლოა და დღეში რამდენიმე ფილა შავი შოკოლადი პრაქტიკულად რაციონის აუცილებელი ნაწილია. მაგრამ ეს არ ეხება თეთრ შოკოლადს, რომლის შემადგენლობაშიც კაკაო თითქმის არ შედის, სანაცვლოდ კი ჭარბი რაოდენობით შაქარსა და ცხიმებს შეიცავს.