ერთნიშნა ციფრამდე დაიყვანეთ (მაგ.: 157; 1+5+7=13=1+3=4) თქვენი ბინის ნომერი და მოძებნეთ მისი განმარტება.
- სახლში თავს ენერგიულად და მხიარულად გრძნობს. ბინა ფორთოხლისფერ-წითელ გამაში მორთეთ. ასეთი ნომრის ბინაში მხატვრები, მწერლები, ჟურნალისტები ცხოვრობენ. კეთილი ადამიანის ბინაში სახლი სისუფთავით ბრწყინავს.
- დიასახლისი გემრიელ კერძებს ამზადებს და მუდმივად ბავშვების ჟრიამულია. უყვართ სტუმრების მიღება... კარგია, თუ კედლებს თეთრად ან სალათისფრად შეღებავენ. აღელვებულმა ბინადრებმა, ნერვების დასაწყნარებლად, სააბაზანოში ონკანი მოუშვით და წყლის ხმა დაგამშვიდებთ.
- ბინის პატრონი უსაქმურად ვერ დაჯდება. ხანდახან პატარ-პატარა სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ავეჯის შეკეთება დაგჭირდებათ. სახლის ყველაზე მყუდრო ადგილი სააბაზანო და მისაღებია. ოთახები წითელ ფერში მორთეთ.
- მობინადრეები ხშირად საქმეებსაც ტელეფონით აგვარებენ. თუ ბინაში მცხოვრები ადამიანი თავისი საქმით უკმაყოფილოა, ხშირად იზიანებს ხელებს. სახლის კედლები ცისფერ-ნაცრისფრად შეღებეთ. ამ ბინაში მცხოვრები ხშირად დადის ფეხით და მოგზაურობს.
- აუცილებლად ექნებათ დიდი ბიბლიოთეკა. აქ პოლიტიკასა და მეცნიერებაზე საუბრობენ. კედლები იასამნისფრად შეღებეთ. სახლში ნუ იკამათებთ. ამ ნომრის ბინადარი ღვიძლს უნდა გაუფრთხილდეს.
- სახლი, სიყვარულის, მხიარულებისა და კომფორტისთვისაა შექმნილი. ბინის მფლობელები ვენერას მფარველობის ქვეშ არიან. ხშირად ჰყავთ სახლში ცხოველები, უვლიან ქოთნის ყვავილებს. ხშირად იკრიბებიან მეგობრები, მღერიან, ქეიფობენ.
- ბინის მფლობელი ხშირად დიეტაზეა, ვარჯიშობს (ძირითადად იოგას). თუ ცხოვრებაზე განაწყენდება, არ ზრუნავს სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლისთვის, ხშირად ექმნება ხერხემლის პრობლემა, შეაწუხებს მარილების დაგროვება, ოსტეოქონდროზი. ნერვების დასამშვიდებლად ბინის კედლები ფირუზისფრად შეღებეთ.
- ერთგული მეგობრები იკრიბებიან. საინტერესო საუბრები იმართება ასტროლოგიასა და ანომალიურ მოვლენებზე. ბინის კედლები ცისარტყელის ფერებში შეღებეთ. სახლის ბინადრებს ელექტროსაგნებთან სიფრთხილე მართებთ.
- ხშირად შეექმნებათ წყლის პრობლემა, ეკარგებათ ნივთები. ბინის მფლობელი ბევრს ეწევა, სვამს. უძილობა ტანჯავს. უმჯობესია ილოცოს, იმოგზაუროს ისტორიულ ადგილებში და მოილოცოს წმინდა ადგილები.