ვიკა კალანდიას გუშინ დაბადების დღე ჰქონდა.
მსახიობს იუბილე ბათუმში პატარა ტორტის, მუსიკისა და სანთლების თანხლებით მიულოცეს.
ვიკამ "ინსტაგრამზე" ვიდეო ატვირთა, რომელშიც ის სასტუმრო “კოლიზეუმ მარინას" ნომერში, საწოლზე ცეკვავს, როცა კარზე მეგობრები მოულოდნელად უკაკუნებენ… ვიკა კალანდია 31 წლის გახდა.
მსახიობს ულოცავენ სოციალურ ქსელშიც:
“ვიკა, კილოცავ, ბედნიერი იყავი სულ!”, “ვიკაკ, უბედნიერესი იყავი მუდამ!”, “გილოცავ პრინცესა”, “ჩემო გადარეულო და უზომოდ კეთილო გოგო, გილოცავ შენს დღეს, მინდა, რომ სულ გახარებულს და ჯანმრთელს გხედავდე შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. უზომოდ მიყვარხარ და მაბედნიერებ!”.