ტაფაზე გამომცხვარი ლავაში ნაყიდზე ათასჯერ უფრო გემრიელია.
ის ძალიან მარტივად მზადდება.
ინგრედიენტები:
- 300 გ ფქვილი
- 300 მლ წყალი
- 1 ს/კ მდოგვი
- 3 ს/კ მზესუმზირის ზეთი
- არომატული ხმელი ბალახეული (სუნელი) სურვილისამებრ
მომზადება:
პატარა ქვაბში, წყალში გახსენით ზეთი და მდოგვი. მიიყვანეთ ადუღებამდე.
გაცერით ფქვილი ღრმა ჯამში. დაუმატეთ ხმელი ბალახეული, ჩაასხით მდუღარე მასა და მაშინვე მოამზადეთ მოსახარში ცომი.
ჯამს დააფარეთ ტილო და დააცადეთ გაცივება.
ცომი დაყავით თანაბარ ნაწილებად. ყოველი ნაწილი გააბრტყელეთ (ტაფის დიამეტრის ზომაზე)
გააცხელეთ ტაფა, ცელსახოცი დაასველეთ ზეთით და ტაფას მოუსვით. აცხვეთ ლავაშები უცხიმოდ, ორივე მხრიდან.
გემრიელად მიირთვით!