ძველი პარკების გამოყენების ხერხები.
შეინახო გახსნილი საღებავის ყუთი გახსნილი საღებავის ყუთის სახურავზე, როგორც წესი, ხვდება საღებავის შხეფები და ხმება. იმისათვის, რომ გამხმარი საღებავი არ ჩაიყაროს შიგნით, სახურავს და ქილას შორის პარკი გადააკარით.
საღებავიანი ფუნჯების შენახვა
თუ რემონტის დროს პატარა შესვენება გექნებათ, ფუნჯები რომ არ გახმეს, შეახვიეთ პოლიეთილენის პარკში.
ავეჯის და ფეხსაცმლის პოლირება
როცა ისეთ ნივთიერებებთან მუშაობთ, რომელმაც შესაძლოა ავეჯი, ფეხსაცმელი დაგისვაროთ, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ხელთათმანები. თუ არ გაქვთ, ხელზე პოლიეთილენის პაკეტი ჩამოიცვით და რეზინით დაიმაგრეთ. ფეხსაცმელი რომ არ დასვაროთ შხეფებით, ამოიცვით პოლიეთილენის პარკი.
თუ ძაღლი გყავთ
თუ სახლში გყავთ
ლეკვი, რომელსაც დივნის ბალიშზე კბილების გალესვა უყვარს, გაუკეთეთ მას სპეციალური ბალიში. პოლიეთილენის პაკეტში გამოტენეთ ძველი ნაჭრები.
მანქანისთვის
თუ მანქანას ყინვაში გარეთ ტოვებთ, სარკეები და საქარე მინის საწმენდი პარკებში გაახვიეთ.
წყარო: Good Housekeeping, Nicoletta de la Brown