ბარსელონაში მსოფლიოს საერთაშორისო სილამაზის კონკურსი, "მის ტრანსგენდერი 2018" დასრულდა.
კონკურსზე წელს საქართველო პირველად იღებდა მონაწილეობას. ჩვენი ქვეყანა კონკურსზე ცნობილმა ფოტომოდელმა და მსახიობმა კესარია აბრამიძემ წარადგინა.
კესარიას კონკურსში გამარჯვების იმედი ჰქონდა და ინტერნეტრჩეულიც ის გახლდათ, მაგრამ სილამაზის კონკურსი ვერ მოიგო.
"მის ტრანგენდერი 2018" ტაილანდის წარმომადგენელი გახდა.
კესარიამ კონკურსზე საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართა და უამრავი საქმიანი შემოთავაზება მიიღო. იხილეთ ვიდეო
კესარია აბრამიძე:
- შესანიშნავ ხუთეულში მოვხვდი, გადმომეცა პრიზები და miss trans star international vote 2018-ს ტიტული. ასევე მივიღე საინტერესო შემოთავაზებები და ეს ყველაფერი გავაკეთე ცარიელი ხელებით. თავს გამარჯვებულად ვთვლი, რადგან მე არც დაფინანსება მქონდა, არც ვიზაჟისტები მყავდა საქართველოდან წაყვანილი. ყველა მეუბნებოდა, ტელევიზიით და ჟურნალებშიც მხოლოდ „მის ჯორჯია“ ისმის, ინტერნეტშიც შენ გიჭერენ მხარს და ალბათ, მთავარი გამარჯვებულიც შენ გახდებიო. შიშველი ხელებით ვასახელე ჩემი ქვეყანა და მიხარია.
კესარია და კონკურსის გამარჯვებული მაკიაჟის გარეშე
- ხომ არ ნანობ სილამაზის კონკურსზე მონაწილეობის მიღებას?
- არ ვნანობ. ჩემთვის ეს იყო პირველი გამოსვლა სილამაზის კონკურსზე. მეტსაც გეტყვით, აქამდე მეგონა, რომ მაკიაჟის გაკეთება ვიცოდი, მაგრამ ის, რაც იქ ვნახე, საერთოდ სხვა რამე აღმოჩნდა. ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ იციან, რა არის „დრაქინ მეიქაფი“. სწორედ ამ საქმის ოსტატები ჰყავდათ თავიანთი ქვეყნებიდან ჩამოყვანილი სხვა კონკურსანტებს და მაკიაჟს ფაქტობრივად, პლასტიკური ქირურგიის დონეზე უკეთებდნენ მონაწილეებს.
გარედან ლამაზი და მარტივი ჩანს სილამაზის კონკურსები, მაგრამ რეალურად ძალიან დიდი სტრესია ეს ყველაფერი. ფაქტობრივად, მხოლოდ 3 საათი მეძინა. დილის 6 საათზე ჩავდიოდით სასაუზმოდ. მე ჩუსტებით და ხალათით ვსაუზმობდი, დანარჩენი კონკურსანტები კი უკვე მაკიაჟით და საღამოს კაბებით იყვნენ დილიდან გამოწყობილნი. გაგრძელება