ქათმის გულ-ღვიძლი საკმაზით (დუკანის დიეტა) - Marao

ქათმის გულ-ღვიძლი საკმაზით (დუკანის დიეტა)

2018-11-09 10:58:31+04:00

დუკანის დიეტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური დიეტაა. ის კვების განსაკუთრებულ რეჟიმსა და სპეციფიკურად მომზადებულ „დუკანურ კერძებს“ საჭიროებს. სოციალურ ქსელში, დიეტის ჯგუფებში მომხმარებლები ერთმანეთს რეცეპტებს უზიარებენ. გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ იმ კერძების მარტივი რეცეპტები, რომლებიც დუკანის დიეტის დროს შეგიძლიათ მიირთვათ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის გულ-ღვიძლი 1 კგ
  • ხახვი 2 თავი (საშუალო)
  • ნიორი გემოვნებით
  • კეფირი 250 მლ, 1,5%-იანი
  • ხარჩოს სუნელი 1 ჩ/კ
  • ქინძი 3 ძირი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1 კგ ქათმის გულ-ღვიძლი ჩაყარეთ ქვაბში, დადგით ქურაზე და ურიეთ.

5 წუთის ინტერვალით დაამატეთ გრძლად დაჭრილი ხახვი, დანაყული ნიორი, 250 მლ 1,5%-იანი კეფირი, 1 ჩ/კ ხარჩოს სუნელი, მარილი, წიწაკა და ბოლოს წვრილად დაჭრილი ქინძი.

გემრიელად მიირთვით!

კვერცხი პომიდვრით ტაფაზე