მარტივად მოსამზადებელი "შარლოტა" მანდარინებით - Marao

მარტივად მოსამზადებელი "შარლოტა" მანდარინებით

2018-11-10 16:46:09+04:00

ნამცხვარი „შარლოტა“ იოლი მოსამზადებელია. მანდარინი კი განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი 4 ცალი
  • კეფირი 250 მლ
  • შაქარი 1,5 სუფრის კოვზი
  • ვანილინი
  • ფქვილი 300 გრ
  • მცენარეული ზეთი 130 მლ
  • გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი
  • მანდარინი 4 ცალი
  • შაქრის პუდრა 1 სუფრის კოვზი
  • ლიმონის ან ფორთოხლის წვენი 1 ს/კ

მომზადების წესი:

ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და ვანილინთან ერთად. ჩაასხით კეფირი და მცენარეული ზეთი. ნელ-ნელა ჩააყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. განუწყვეტლივ თქვიფეთ. ჩაუმატეთ ლიმონის წვენი და მიღებული ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში. გაფცქვენით მანდარინი, ლებნები დააცალკევეთ და მოათავსეთ ცომის ზედაპირზე.

აცხვეთ - 50 წუთი, 180° ტემპერატურაზე. როდესაც გამოცხვება, ზემოდან შაქრის პუდრა მოაყარეთ.

გემრიელად მიირთვით!