მაშინაც კი, თუ, ერთი შეხედვით, გეჩვენებათ, რომ თქვენი ცხოვრების ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს, ოდესმე უკან მიიხედავთ და აღმოაჩენთ, რამდენი რამ შეცვლილა, ბევრი ადამიანი დაგიკარგავთ და ცოტა შეგიძენიათ, თავადაც გამოცვლილხართ და ახალი მიზნები დაგისახიათ. როგორ ხდება ეს ცვლილებები? ნელ-ნელა, დღითი დღე, კვირიდან კვირამდე. თუ გაინტერესებთ, რა შეიცვლება კონკრეტულად ამ კვირაში თქვენს ცხოვრებაში, გაეცანით კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს:
თუ გაქვთ იდეა, რომელსაც საკმაოდ დიდი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება განსახორციელებლად, თქვენ კი ბანკის ანგარიშზე შესაფერისი თანხა არ გაქვთ, ნუ დანებდებით. მაქსიმალურად გამოიყენეთ ინტერნეტი: დაძებნეთ კომპანიები, რომლებსაც შესაძლოა ხელს აძლევდეს თქვენთან თანამშრომლობა; გადახედეთ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებს. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილეთ უცხოურ ინვესტიციებზე. შეუძლებელი არაფერია. თუ მართლა გსურთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ, ყველაფერი გააკეთეთ მიზნის მისაღწევად. თუ მარტოხელა ხართ, ამ კვირაში მეორე ნახევრის პოვნის შანსი გეძლევათ. თხის რქებო, უნდა შეეგუოთ ერთ ფაქტს: ყველას და ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ, ადამიანებს თავიანთი ცხოვრება აქვთ და არჩევანსაც თავად აკეთებენ. თქვენ მხოლოდ რჩევის მიცემა და მათზე დაკვირვება შეგიძლიათ.
აგინაზღაურდებათ შრომა, რომელიც გასწიეთ; დახარჯული დრო და ენერგიაც დაგიფასდებათ. მოულოდნელად შეამცირებენ პროექტის ან დავალების ჩაბარების ვადას. გადმოწეული "დედლაინი" დისკომფორტს შეგიქმნით, მაგრამ საქმეს თავს მაინც კარგად გაართმევთ. კარგი დროა ფინანსური გეგმების შესადგენად. ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები მომავალში წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა, გამოგიჩნდეთ ახალი შემოსავლის წყარო ან შემოგთავაზონ უშტატო თანამშრომლის პოზიცია. ზოგიერთ მერწყულს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება მოუწევს. გაპროტესტებას აზრი არ აქვს, ტყუილად შეხვალთ კონფლიქტში. შესაძლოა, ჩაგაბარონ მნიშვნელოვანი საბუთების დახარისხება, რითაც საჭირო ინფორმაციას მოიპოვებთ.
ამ კვირაში შესაძლოა გაიზარდოს კონკურენცია სამსახურში ან სასწავლებელში. ადამიანები ბინძური გზებით შეეცდებიან თქვენ დამარცხებას. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მოგაწოდებენ. გაიჩინეთ ძლიერი მოკავშირე. ამ შვიდი დღის განმავლობაში მიეცით თავს პირადი სივრცე და განვითარების საშუალება. მეტი დრო დაუთმეთ მეცადინეობას, კითხვას, ახალი ენის შესწავლას. თევზებს, რომლებსაც წერა ეხერხებათ, მუზა ეწვევათ. ნუ წაუყრუებთ მას და ჩაიწერეთ ყველაფერი, რაც თავში მოგივდათ. თუ ბოლო დროს ძილიანობა დაგჩემდათ, გჭირდებათ ჯანსაღი რეჟიმი - დროულად დაძინება, ფიზიკური აქტივობა და ნაკლები ტკბილეულის ჭამა.
ამ კვირაში მიმდინარე მოვლენების გამო თავი სიურრეალისტურ ფილმში გეგონებათ. შეიძინეთ ჟურნალი ან გაზეთი, რადგან სწორედ მასში იპოვით არსებული პრობლემიდან გამოსავალს, რაოდენ დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს.
თუ გასული 6 კვირის განმავლობაში თქვენი სასიყვარულო ცხოვრება ატლანტიდასავით ჩაიძირა, მისი აღზევების პერიოდი იწყება. თქვენ და თქვენს პარტნიორს ახალი საერთო ინტერესი ან ჰობი გაგიჩნდებათ, რაც უფრო დაგაახლოებთ. მარტოხელა ვერძებს ამ კვირაში დაეუფლებათ შეგრძნება, რომ ვერასდროს შეხვდებიან შესაფერის პარტნიორს - რაც, რა თქმა უნდა, სიმართლე არ არის. განაგრძეთ კითხვა