ხაჭოს ოლადები - დუკანის დიეტაზე მყოფთათვის - Marao

ხაჭოს ოლადები - დუკანის დიეტაზე მყოფთათვის

2018-11-14 10:19:33+04:00

დუკანის დიეტა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი, სამაგიეროდ, შედეგიანი დიეტაა. სწორედ ამიტომ ჰყავს მას ამდენი მიმდევარი.

სპეციალურად დუკანელებისთვის იქმნება კერძების რეცეპტები. Marao.ge კი მათ პერიოდულად გთავაზობთ.

ამჯერად ხაჭოს ოლადების რეცეპტს გაგიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 1.5 ს/კ შვრიის ქატო
  • 5 ს/კ ხორბლის ქატო (ორივე დაფქული)
  • 1 ცალი კვერცხი
  • 0.5 ჭიქა უცხიმო რძე
  • 5 ჩ/კ უცხიმო ხაჭო
  • წიწაკა გემოვნებით
  • მარილი;
<div class="captcha_main_class_1"> 
<div class="captcha_image_class_1">xacho ხაჭო</div>
უცხიმო ხაჭო</div>

მომზადების წესი:

შვრიის და ხორბლის ქატო ათქვიფეთ კვერცხთან ერთად. ნელ-ნელა დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები. კარგად აურიეთ.

ტაფაზე დაასხით ზეთი და ბლინები შეწვით ორივე მხრიდან.

oladebi ოლადები