თუ კაცობრიობის ისტორიას გადავხედავთ, ქალს მამაკაცებთან შედარებით პროფესიის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა. ქალის უმთავრესი მოვალეობა ოჯახი და შვილები იყო. ამის მიუხედავად, "სუსტი სქესის“ წარმომადგენლებმა დაარღვიეს სტერეოტიპი და შეძლეს დაეპყროთ პროფესიონალური მოღვაწეობის ფართო ასპარეზი.
წარმოგიდგენთ ფაქტებს, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ ქალისთვის შეუფერებელი პროფესია არ არსებობს:
რეიჩელი „არაქალური პროფესიების“ სტერეოტიპის დარღვევის საუკეთესო მაგალითია. ის "ოსკარის" ისტორიაში პირველი ნომინანტი ქალი რეჟისორია. "ოსაკარის" რიგით 90-ე დაჯილდოებაზე უჩვეულო ფაქტი მოხდა: ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ეს ნომინაცია ქალმა მიიღო.
ასე ეწოდება ტრადიციულ კორეულ პროფესიას, რომლის რიგებში მოხუცი კორეელი ქალები არიან. ისინი ოკეანის ცივ წყალში მოლუსკების, ზღვის ზღარბებისა და სხვა საკვებად ვარგის საშუალებებს მოიპოვებენ.
ბევრი მათგანი 70 წელს გადაცილებულია, თუმცა შეუძლიათ ჟანგბადის ბალონის გარეშე 20-30 მეტრ სიღრმეზე ყვინთვა და სასურველი საკვების მოპოვება.
ქართველებსაც გვყავს სახელოვანი ქალები, რომლებიც გაუმკლავდნენ საზოგადოებრივ დოგმას „არაქალურ“ პროფესიებთან დაკავშირებით. ამის ნათელი მაგალითი ლამარა ბერიანიძეა. 1981 წლის 15 სექტემბერს ჯერ კიდევ პატარა გოგომ, ლამარა ბერიანიძემ ქალისთვის უჩვეულო პროფესია აირჩია და შახტში სამუშაოდ გამოცხადდა.
მან მალევე დაამტკიცა, თუ მონდომებაა, ქალისთვის დაუძლეველი სირთულე არ არსებობს. 25 წლის ასაკში ტყიბულის შახტში სამუშაოდ გაანაწილეს. მესამე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც პირველად ჩავიდა შახტში და მას შემდეგ, 36 წელი იქ გაატარა, დღეს კი ამაყობს განვლილი ცხოვრებითა და საკუთარი პროფესიით.
პირველი ქალი პილოტი, რომელმაც სრულიად მარტომ იფრინა 1932 წელს. ამელიამ ატლანტიკის ოკეანეს გადაუფრინა, რისთვისაც მფრინავის ჯვრით დააჯილდოეს. პილოტობასთან ერთად, მას წერის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. 40 წლის ამელია 1937 წელს თავის შტურმანთან ერთად უკანასკნელი რეისის განხორციელების შემდეგ გაუჩინარდა. დღემდე უამრავი ლეგენდა და მითია მის შესახებ ამერიკაში. ამტკიცებენ იმასაც, რომ ის თავისი სურვილით გაუჩინარდა.
მას შესანიშნავი აკადემიური მოსწრება ჰქონდა. ბრწყინვალედ დაასრულა პენსილვანიის უნივერსიტეტი. ასევე, მუშაობდა ფერგიუსონის კოლეჯში ასისტენტ პროფესორად, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად ის ქალებისთვის უჩვეულო პროფესიითაა დაკავებული, რომელიც მისი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ავანი პირველი ინდოეთის ქალთა რაგბის გუნდის კაპიტანია. თავისუფალ დროსაც რაგბის კადრების მოძიებასა და მომზადებაში ატარებს. მის მიერ ჩამოყალიბებულ ინდური ქალთა რაგბის გუნდი ადასტურებს, რომ რაგბი მხოლოდ "კაცების სპორტი'' არ არის.
მიხედავად იმისა, რომ ქალები უმეტესად კრიტიკის მსხვერპლნი არიან, მათ ყველაზე უკეთ შეუძლიათ საკეთილდღეო ცვლილებებში მთავარი როლის შესრულება. ნუ უგულებელყოფთ ძალებს, დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების დიდოსტატები ხართ, რადგან ეს ნამდვილად შეგიძლიათ.
თამარ ბოკუჩავა