მკაცრი და საქმიანი ტანისამოსის ტარება - წლების განმავლობაში ითვლებოდა მამაკაცების პრეროგატივად. თუმცა, შეიძლება აღინიშნოს თამამად, რომ ლამაზი სქესის წარმომადგენლებს ორბორტიანი პიჯაკები და ზოლიანი შარვლები არანაკლებ უხდებათ.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის მანძილზე ამ ფაქტს ბევრი არ ეთანხმებოდა, კოკო შანელმა მაინც მოახერხა ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა, რაც მამაკაცური კოსტიუმების ტარებაში გამოიხატებოდა. სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული, მკაცრი სტილი საქმიანი ქალების გარდერობში ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებს.
marao.ge გირჩევთ, როგორ ჩაიცვათ სამსახურში ზამთრის ცივ დღეებში, რომ შეუდარებლად გამოიყურებოდეთ.
შალი
მკაცრი შალის პიჯაკი ცივ სეზონზე შეუცვლელია. რაც მთავარია, მასში თავს კომფორტულად იგრძნობთ მაშინაც კი, როცა თერმომეტრი 0 გრადუსს ჩამოსცდება. გრჩებათ მხოლოდ ფერის და მოდელის შერჩევა.
ველვეტი
ველვეტის ტანსაცმელი - ეს არის მოდური ჰიტი 1970-იანი წლებიდან. ფაქტობრივად, ყველა მოდური გოგონას გარდერობში იპოვიდით ველვეტის მატერიის ალისფერ შარვალს. მცირე პაუზის შემდგომ კი კვლავ გამოჩნდა ველვეტი მოდურ ტენდენციებში, ამჯერად პიჯაკების სახით და საკმაოდ დროულადაც კი!
ასეთ მოსაცმელში ყოველთვის ლამაზად იქნებით გამოწყობილი სუსხიან ამინდში.
ტვიდი
ყველას ეგონა, რომ ტვიდის პიჯაკები უკან მოვიტოვეთ ჯერ კიდევ ჯეკი კენედის პერიოდში და თანამედროვე მსოფლიოში მათთვის სულაც არ დარჩა ადგილი, თუმცა დამეთანხმებით, რომ ეს არ აღმოჩნდა ასე.
ტვიდი ისევ იძენს აქტუალობას და მოდური ტენდენციების მიმდევრების გარდერობებს კვლავაც ავსებს სხვადასხვა ტანისამოსით.
ტანზე გამოყვანილი პიჯაკი და ქვედაბოლო საოფისე ლუქს მეტ მრავალფეროვნებას და სიხალასეს სძენს. ამიტომ თამამად გაეშურეთ მის შესაძენად.