თმის საღებავების ისტორიაში ახალი ეტაპის დაწყება, ახალი Me+ მოლეკულის შემცველი საღებავის Wella Koleston Perfect–ის წარდგენა საქართველოში გრანდიოზული გლობალური შოუთი აღინიშნება.
მასში წამყვანი ქართველი სტილისტები, Wella–ს რეგიონალური განათლების მენეჯერი CIS ქვეყნებისთვის ოლეგ კურნიკოვი, Wella Professionals–ის ტოპსტილისტი, TVA2018–ის ვერცხლის პრიზიორი, ექსპერტი ანჟელა ალექსეენკო მიიღებენ მონაწილეობას და დამსწრე საზოგადოებას ახალ საღებავსა და მის შესაძლებლობებს გააცნობენ. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან.
საქართველოში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს გუნდის სახელით ადგილობრივი სტილისტები და ადგილობრივი კომპანიის განათლების მენეჯერი ტრენერთან ერთად ერთობლივად იმუშავებენ და პერფორმანსს წარმოადგენენ. გუნდს Wella Georgia Creative Team ჰქვია და ის ერთჯერადად არ შეკრებილა. ჯგუფი სამომავლოდაც გაარგძელებს საქმიანობას. მისი მიზანია, ჯერ საქართველოს რეგიონებში, მერე კი საზღვრებს გარეთაც წარადგინონ საკუთარი პერფორმანსი. გუნდი საქმიანობას გააგრძელებს როგორც სტუდიაში, ისე მის გარეთ და ჩაატარებს არაერთ ტრენინგს, ვორქშოფსა თუ სემინარს.
განათლების მენეჯერი ლიზა სეხნიაშვილი, ტრენერი ეკატერინე მელიქიშვილი, ამბასადორი ინეტა აგაჯანოვი, ტოპსტილისტები რობი გრიგორიანი, პატრიკ კასიმოვი და სტილისტები: ირინა ირემაშვილი, არმენ ამბარიანი, ვართან ასოიანი, ეკატერინე სირაძე, ნელი კაზარიანი, საიდა ალიევა, ქეთი ყურაშაძე, ია ნოზაძე, ნოდარ მაისურაძე წარდგებიან სცენაზე საათნახევრიანი შოუთი, რომელიც ღონისძიებას გახსნის. ისინი 4 მოდელზე იმუშავებენ და წარადგენენ ურბან სტაილ ვარცხნილობებს, რომლებიც დღეს სალონებში ყველაზე მოთხოვნადია. შემდეგ იქნება CIS ქვეყნების განათლების მენეჯერი, ტოპსტილისტი, საერთაშორისო პრიზების მფლობელი ოლეგ კურნიკოვი, რომელიც კლასიკურ, ერთ ფერში შეღებვაზე იმუშავებს. შოუს მესამე ნაწილი კი ტოპსტილისტს, TVA2018-ის ვერცხლისპრიზიორს, ექსპერტ ანჟელა ალექსეენკოს დაეთმობა.
ლიზა სეხნიაშვილი, განათლების მენეჯერი: „სილამაზის ინდუსტრიის მიმართულებით ანალოგიური მასშტაბების ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა. მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ხდება პარალელური წარდგენა. შოუ მნიშვნელოვანია იმით, რომ სტილისტები თავად წარუდგენენ კოლეგებს ამ სიახლეს და რეალურად საქმეში დაანახებენ მის შესაძლებლობებს. ბრენდის წარმომადგენლები ამ ყველაფერში მინალურ მონაწილეობას მიიღებენ.“
ეკატერინე მელიქიშვილი, ტრენერი: „ეს არის გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ახალ საღებავს. წარვადგენთ ახალ პროდუქტს, რომლის კონკურენტიც ბაზარზე არ არსებობს და ალბათ, კიდევ დიდი ხანი არ იარსებებს. ეს არის ახალი სიტყვა სილამაზის ინდუსტრიაში. შოუ კიდევ იმით არის საინტერსო, რომ სტილისტების ასეთი გაერთიანება აქამდე არ მომხდარა. თავიდან გვეგონა, რომ გაგვიძნელდებოდა, რადგან რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრი და იდეაა. მოდელი კი სულ 4 გვყავს. მაგრამ ერთობლივმა მუშაობამ გვაჩვენა, რომ თურმე ეს საკმაოდ ჰარმონიულად გამოგვდის.“
პატრიკ კასიმოვი, ტოპსტილისტი: შოუზე მოსულ სტუმრებს უნდა ვაჩვენოთ, როგორი ახალი და კარგი საღებავი გვაქვს. „ველა“ პირველი ბრენდი იყო, ვინც პროფესიონალურად შემოვიდა ქართულ ბაზარზე და ძველი სპეციალისტები წლებია, ამ საღებავით ვმუშაობთ. კომპანია არ გვაძლევს საშუალებას, რომ სიახლეებს ჩამოვრჩეთ და მუდმივად ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ახლაც ასე ხდება. ჩვენ გავერთიანდით, რომ ეს სიახლე საინტერესოდ გავაცნოთ საზოგადოებას. ერთმანეთს კვირაში ერთხელ ვხვდებოდით, შევარჩიეთ მოდელები, შოუს საერთო კონცეფცია მოვიფიქრეთ. 4 მოდელი გვყავს, რომელთა საშუალებითაც უნდა ვაჩვენოთ საღებავის შესაძლებლობები ისე, რომ ეს ვიზუალურადაც ლამაზი შოუ იყოს. ჩვენ, ჯგუფის თითოეული წევრი, ვზრუნავთ იმაზე, რომ სამუშაო შესრულდეს მაღალ დონეზე და არა იმაზე, თუ როგორ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი. ზოგადად, კი ეს საღებავი სტილისტს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად წაროაჩინოს საკუთარი თავი, შესაძლებლობები, იდეები არა ფურცელზე და ესკიზზე, არამედ -რეალურ საქმიანობაში.“
ირინა ირემაშვილი, სტილისტი: „საზოგადოებას ვაჩვენებთ, როგორი ხარისხიანია ახალი საღებავი. ეს იქნება საღებავი, რომელიც კლიენტს შეუყვარდება. 4 მოდელზე ვიმუშავებთ და შევქმნით გაყიდვად მოდელებს, რომლებსაც სალონში მოსული მომხმარებელი ითხოვს. შედეგით კმაყოფილი უნდა ვიყოთ ჩვენც, მოდელებიც და შთაბეჭდილება უნდა მოვახდინოთ დამსწრე საზოგადოებაზეც. ზოგადად კი, „ველას“ პროდუქცია სტილისტებს საშუალებას გვაძლევს, ყველაფერში ვიყოთ პირველები.“
ღონიძიებას დაესწრებან მოწვეული სტუმრები, სტილისტები, სალონების მენეჯერები, სილამაზის ინდუსტრიის წარმატებული წარმომადგენლები საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან. 26 ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ დაწყებული წარდგენა 27 და 28 ნოემბერსაც გაგრძელდება. ამ დღეებში „ველას“ სტუდიაში სტილისტები ოლეგ კურნიკოვის ხელმძღვანელობით ინდივიდუალურად იმუშავებენ მოდელებზე. სილამაზის სალონებში კი ახალი საღებავი 1 დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.