ჯეინ ეარი. მეორე თავი - Marao

ჯეინ ეარი. მეორე თავი

2018-12-05 11:01:58+04:00

თამარ მაღრაძისა და ზეინაბ ხახანაშვილის თარგმანი
ჯეინ ეარი. შარლოტა ბრონტე

დასაწყისი

გზად საშინელ წინააღმდეგობას ვუწევდი. ამან ბესისა და ებოტის კიდევ უფრო განუმტკიცა ცუდი შეხედულება ჩემზე. მართალი რომ ვთქვა, მოთმინება დავკარგე ან, როგორც ფრანგები ამბობენ, თავს აღარ ვეკუთვნოდი. სწორედ ამ უჩვეულო სიანჩხლის გამო იყო, რომ შეუბრალებლადაც დამსაჯეს. ჩემში მეამბოხე მონის სულმა გაიღვიძა და სასოწარკვეთილმა მტკიცედ გადავწყვიტე, ბოლომდე მებრძოლა.

- ხელები შეუკარით, მის ებოტ, ცოფიან კატას ჰგავს. რა სირცხვილია! რა თავის მოჭრა! - კიოდა ქალბატონის პირისფარეში. - გაუგონარი ამბავია, მის ეარ. ვის უნახავს, ხელი შეუბრუნო ახალგაზრდა ჯენტლმენს და ისიც შენი კეთილისმყოფლის ვაჟიშვილს, შენს ახალგაზრდა ბატონს.

- ბატონს? ვინ არის ჩემი ბატონი? განა მე მოსამსახურე ვარ?

- არა, შენ მოსამსახურეზე ბევრად ნაკლები ბრძანდები, შენი თავის რჩენაც არ შეგიძლია. აი, აქ დაჯექი და შენს დანაშაულს დაუფიქრდი.

ამ სიტყვებით მათ ქალბატონი რიდის მიერ მითითებულ ოთახში შემათრიეს და სკამზე დამაგდეს. ხელი გამიშვეს თუ არა, როგორც დაჭიმული ზამბარა, ჩემდა უნებურად ისე წამოვხტი ადგილიდან. კვლავ ოთხმა ხელმა გამაკავა.

- თუ წყნარად არ დაჯდები, დაგაბამთ, - მითხრა ბესიმ. - მის ებოტ, მათხოვეთ თქვენი წვივსაკრავები, ჩემსას ახლავე დაწყვეტს. - მის ებოტი მიბრუნდა, რომ მსუქან ფეხზე წვივსაკრავი მოეხსნა. მივხვდი, უცნაურ ბორკილებს მიმზადებდნენ და აპირებდნენ, უფრო მეტად შეელახათ ჩემი თავმოყვარეობა. გონს მოვედი.

- ნუ იხსნით! - წამოვიძახე მე, - არ გავინძრევი, - და ამის დასამტკიცებლად ორივე ხელით სკამს ჩავებღაუჭე.

- მაშ, გახსოვდეს და ნუ გაინძრევი, - მითხრა ბესიმ. ხელი კი მაშინ გამიშვა, როდესაც დარწმუნდა, რომ ნამდვილად დავემორჩილე. ის და ებოტი კვლავ გულხელდაკრეფილნი, შუბლშეკრულნი იჭვნეულად მაკვირდებოდნენ, თითქოს ჩემი სიტყვები არ სჯეროდათ.

- ასეთი რამ წინათ არასოდეს ჩაუდენია, - უთხრა ბოლოს ბესიმ, - მაგრამ მის ამგვარ სიანჩხლეს ყოველთვის ვამჩნევდი.

გავიგონე ებოტის პასუხიც:

- ჩემი აზრი ამ ბავშვის შესახებ ხშირად გამიზიარებია მისის რიდისთვის. ისიც, რასაკვირველია, მუდამ მეთანხმებოდა. დიდი გაიძვერა უნდა იყოს! არასოდეს მინახავს ამ ხნის ბავშვი ასე გულჩათხრობილი.

ბესიმ აღარაფერი უპასუხა. შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა:

- შენ უნდა იცოდე, რომ მისის რიდი სამოწყალოდ გინახავს. სახლიდან რომ გაგაგდოს, ღარიბთა თავშესაფარში მოგიწევს ცხოვრება.

ვერაფერი ვუპასუხე. ეს ჩემთვის ახალი ამბავი არ იყო. რაც თავი მახსოვდა, სულ ამას ჩამჩიჩინებდნენ; საყვედურები ჩემი მუქთახორობის შესახებ განუწყვეტლივ ჩამესმოდა ყურში, სულს მიწუხებდა და განუზომელ ტკივილს მაყენებდა, მაგრამ კარგადაც ვერ გავრკვეულიყავი, თუ რა ხდებოდა ჩემ გარშემო.

- ვის უტოლებ თავს - ელიზას, ჯონსა და ჯორჯიანა რიდებს? - დაუმატა მის ებოტიმ. - ვერ ხედავ, რამდენად კეთილია მისის რიდი, რომ მათთან ერთად გზრდის? მათ დიდი ფულადი შემოსავალი აქვთ, შენ კი არაფერი გაბადია. შენი ვალდებულებაა თავმდაბლობა. უნდა ეცადო, მუდამ ასიამოვნო მათ. ამ ყველაფერს მხოლოდ შენ საკეთილდღეოდ გეუბნებით, - შედარებით ალერსიანად დაუმატა ბესიმ, - თუ იშრომებ და ეცდები, ყოველთვის ასიამოვნო მათ, ვფიქრობ, არც ისინი დაინანებენ თავშესაფარს შენთვის. მაგრამ, შენ თუ გაუგონარი იქნები და სიანჩხლეს არ დაიშლი, მისის რიდი სახლიდან გაგაგდებს.

- გარდა ამისა, ღმერთიც დასჯის ასეთ ადამიანს. სრულიად ადვილი შესაძლებელია, სიკვდილითაც დასაჯოს. მერე რაღას იზამს? - თქვა მის ებოტიმ. - წამო, ბესი, მარტო დავტოვოთ. რა კარგია, რომ მასავით გულქვა არა ვარ. როდესაც მარტო დარჩები, ილოცე, მის ეარ, მაგრამ, თუ ცოდვებს არ მოინანიებ, ვინ იცის, რა მოხდება, იქნებ ბუხრიდან ეშმაკიც კი ჩამოძვრეს და სადმე გაგაქროლოს.

ამ სიტყვებით ოთახიდან გავიდნენ და კარი გაიკეტეს.

დიდი დარბაზი, რომელსაც წითელ ოთახს უწოდებდნენ, კარგა ხნის მიტოვებული იყო. იქ იშვიათად თუ იძინებდა ვინმე, უფრო სწორად - არასოდეს. ამ მდიდრულად მოწყობილ ოთახს მხოლოდ მაშინ გაიხსენებდნენ, როდესაც მოზღვავებული სტუმრებისთვის აღარსად ჰქონდათ მოსასვენებელი ადგილი. ამ დიდ სახლში ის ყველაზე ფართო და მდიდრულად მორთული იყო. მის შუაგულში კვარცხლბეკივით აღმართულიყო წითელი ხის სვეტებიანი საწოლი, მუქი წითელი ფარდებით. ასეთივე ფერის ფართონაკეცებიანი ნაქარგი ფარდები სანახევროდ ფარავდა ორ უზარმაზარ ფანჯარას. საწოლის ქვედა მხარეს მაგიდა იდგა. ზედ წითელი სუფრა ეფარა. ნოხიც მეწამული იყო და კედლების ფერს ეხამებოდა. მასში ალაგ-ალაგ მიხაკისფერი ჭარბობდა. მუქი წითელი ხის გარდერობი, სატუალეტო მაგიდა და სკამები სარკესავით პრიალებდა. ამ მუქი ფერების ფონზე მკვეთრად გამოირჩეოდა მაღალი საწოლი თეთრად მოქათქათე ბუმბულის ლეიბებითა და ბალიშებით. საწოლს თოვლივით თეთრი გადასაფარებელი ამშვენებდა. საწოლის თავთან თეთრ შალითაში გახვეული ფართო და რბილი სავარძელი იდგა. მის წინ კი ფეხის მოსასვენებელ პატარა სკამს შეამჩნევდით. ეს სავარძელი ჩემს წარმოდგენაში სამეფო ტახტის ელფერით ბრწყინავდა. ოთახი ცივი იყო, რადგან ცეცხლს იშვიათად ანთებდნენ; მდუმარებით მოცული - იმიტომ, რომ მოშორებული იყო ბავშვთა ოთახსა და სამზარეულოს; განმარტოებულიც, რადგან შიგ იშვიათად თუ შეიხედავდა ვინმე. შაბათობით მხოლოდ მოსამსახურე თუ შევიდოდა და სარკეებსა და ავეჯს მთელი კვირის მტვერს გადაწმენდდა. ძალიან იშვიათად მისის რიდიც ესტუმრებოდა ხოლმე ამ ოთახს, ათვალიერებდა საიდუმლო უჯრაში ჩაწყობილ სხვადასხვა საოჯახო ხელნაწერს, ძვირფასი ნივთების შესანახ კოლოფსა და გარდაცვლილი მეუღლის მინიატურულ სურათს. სწორედ ამ სიტყვაში იყო ჩაქსოვილი წითელი ოთახის მთელი საიდუმლოებაც. მიუხედავად იმისა, რომ მეტისმეტად მდიდრულად იყო მორთული, ახლოს მაინც არავინ ეკარებოდა.

აი, უკვე ცხრა წელია, რაც მისტერ რიდი გარდაიცვალა. ამ ოთახში დაულევია სული; აქვე ესვენა თურმე და მესაფლავეებს აქედანვე გაუტანიათ მისი კუბო. იმ დღიდან, საშინელი შიშით შეძრწუნებულნი, ოთახში იშვიათადღა შედიოდნენ.

დაბალ სავარძელზე, მარმარილოს ბუხრის ახლოს, სადაც ენამწარე ებოტიმ და ბესიმ მიმატოვეს, გაუნძრევლად ვიჯექი. ჩემ წინ საწოლი იდგა. მარჯვნივ - მაღალი მუქი ფერის გარდერობი, რომლის გაპრიალებულ კარზე სხვადასხვა ფერის სხივები არეკლილიყო. მარცხნივ, ფარდებით დაფარულ ფანჯრებს შორის, უზარმაზარი სარკე ამართულიყო, რომლის შიგნით მდიდრულად მორთული ოთახი და საწოლი მოჩანდა. ჯერ კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მათ კარი ნამდვილად ჩამიკეტეს. როგორც იყო, ადგომა გავბედე. კართან მივედი და, ღმერთო ჩემო! დაკეტილი დამხვდა. ალბათ, არც ერთი საპატიმრო არ ყოფილა ასე საგულდაგულოდ ჩაკეტილი. უკან გამოვბრუნდი. სარკის წინ უნდა ჩამევლო. მოჯადოებულმა, უნებურად მის სიღრმეში ჩავიხედე და ყველაფერს თვალიერება დავუწყე. სარკის ფანტასტიკურ სივრცეში ყოველი საგანი უფრო მუქი ჩანდა და ყოველი ნივთი თითქოს გაყინულიყო. სარკიდან უცნაური და პაწაწინა არსება მიმზერდა გაფითრებული სახითა და აკანკალებული ხელებით. ამ გაქვავებულ სამყაროში იგი მართლაც მოჩვენებას ჰგავდა მოელვარე და შიშისგან გაფართოებული თვალებით. ის იმ პაწაწინა, ნახევრად ზღაპრულ ფერიებსა თუ ეშმაკეულ სულებს მივამსგავსე, რომლებიც ბესის მონაყოლ ზღაპრებში განმარტოებული, უდაბური და ხავსმოკიდებული ჭაობებიდან მოევლინებოდნენ ხოლმე დაგვიანებულ მგზავრებს.

ჩემს ადგილს დავუბრუნდი.

ცრუმორწმუნეობრივმა შიშმა შემიპყრო, მაგრამ ვგრძნობდი, ეს შიში ჯერ კიდევ არ გაბატონებულიყო ჩემზე. სისხლი მიდუღდა; მეამბოხე მონის განწყობა ჯერ კიდევ ბობოქრობდა ჩემში და ძალას მმატებდა. წარსული, მთელი თავისი სიმწარით, თვალწინ ნათლად წარმომიდგა. მოძალებულ გრძნობებს უნდა გავმკლავებოდი, ვიდრე მძიმე აწმყო თავის საშინელ ბრჭყალებს შემახებდა.

მომაგონდა ჯონ რიდის გახელებული ძალმომრეობა, დედამისის სიძულვილი, მისი დების სიამაყით სავსე გულგრილობა, მოსამსახურეთა უსამართლო მოპყრობა და ყოველივე ეს ჭის ფსკერიდან ამოტივტივებული შავი, ბინძური ნალექივით აიმღვრა ჩემს ისედაც განაწამებ გონებაში. ნეტავ, რატომ მაწამებდნენ ასე? რისთვის ვცახცახებდი შიშით ყოველთვის? მუდამ დამნაშავედ მე რად მაცხადებდნენ და ბრალიც მუდამ მე რად მედებოდა? ნუთუ მართლა არ შემეძლო მესიამოვნებინა მათთვის? ყველა ჩემს ცდას - მომეპოვებინა რომელიმეს სიყვარული - რატომ უნდა ჩაევლო ამაოდ? რატომ ექცეოდნენ კარგად ან რისთვის უყვარდათ თავნება და ეგოისტი ელიზა? ნუთუ შეიძლებოდა კადნიერი, ღვარძლით სავსე და ანჩხლი ჯორჯიანას გაღმერთება? ალბათ, მისი სილამაზე, ვარდისფერი ღაწვები და ოქროსფერი, მბზინავი კულულები ატყვევებდა ყველას და დანაშაულსაც ამითვე გამოისყიდდა ხოლმე. ჯონს ხომ არავინ სჯიდა და ყველაფერს უსრულებდნენ, თუმცა მტრედებს ხშირად ახრჩობდა, ახალგამოჩეკილ წიწილებს ხოცავდა, ცხვრებს ძაღლებს უსევდა, სათბურში მკვახე ყურძენს იპარავდა, ორანჟერეაში კი საუკეთესო ნარგავთა კვირტებს ანადგურებდა. დედას ბებრუცანას ეძახდა და ხშირად დასცინოდა. არ მოსწონდა მისი სახის მოყვითალო ფერი, თუმცა თავად სწორედ ამით მიაგავდა დედას. ის მისის რიდს არასოდეს ემორჩილებოდა, ხშირად დაუხევია და გაუფუჭებია მისი აბრეშუმის კაბები და მაინც მისი "საყვარელი შვილიკო" გახლდათ. მე კი სულ მცირე დანაშაულსაც არავინ მაპატიებდა. ძალ-ღონეს არ ვზოგავდი, ყველაფერი კარგად გამეკეთებინა, მაგრამ მაინც აბეზარს, უხასიათოს, გაუგონარსა და მატყუარას მეძახდნენ დილიდან საღამომდე.

წაქცევის მერე თავი ჯერ ისევ მტკიოდა; ჭრილობიდან სისხლი კვლავ მოწვეთავდა; მაგრამ ამ უმსგავსო საქციელისთვის ჯონი არავის გაუკიცხავს. მე კი იმის გამო, რომ გავბედე და ხელი შევუბრუნე, შევეცადე, მისი მხეცური დარტყმა თავიდან ამეცილებინა, საერთო გულისწყრომა დავიმსახურე.

- უსამართლონი! უსამართლონი! - დაჟინებით ვიმეორებდი ჩემთვის. ტანჯვამ, რომელიც თავს გადამხდა, თითქოს წლები შემმატა, დამაჭკვიანა და ახლა დიდი ადამიანივით ვაზროვნებდი. გამბედაობა მიკარნახებდა და მაქეზებდა, აუტანელი ჩაგვრისგან თავის დასახსნელად რაიმე გზა მომეძებნა. სახლიდან გაქცევა გადავწყვიტე, მაგრამ, თუ ამას მოვახერხებდი, შიმშილით უნდა მომეკლა თავი.

ოჰ, როგორ გამამწარეს იმ საშინელ დღეს! გონება ამერია, გული ამოვარდნაზე მქონდა! ოჰ, რა წყვდიადით იყო მოცული და რა გაურკვეველი იყო ჩემთვის ის სულიერი ბრძოლა, რაც მაშინ გადავიტანე. პასუხი ვერ მეპოვა კითხვაზე - რატომ ვიტანჯებოდი ასე; ვერ გეტყვით, რამდენი წელი მაშორებს იმ გარდასულ დროს, მაგრამ ყველაფერი დღესავით ნათელია.

როგორც ჩანს, გეიტსჰედ-ჰოლში ზედმეტი ვიყავი; ყველას თვალში ეკლად ვესობოდი. მისის რიდსა და მის შვილებთან საერთო ენა ვერ გამოვნახე; არც მათ მსახურებთან მწყალობდა ბედი. მაგრამ, თუ მათ არ ვუყვარდი, არც მე მიყვარდა ისინი. ან კი რისთვის უნდა ეზრუნათ ისეთ არსებაზე, რომელსაც არც ერთი მათგანი არ უყვარდა? ან რატომ მოექცეოდნენ თბილად უქნარას, მათგან ხასიათით, მისწრაფებებითა და უნარით სრულიად განსხვავებულს; ბოროტ ბავშვს, რომელიც არასოდეს ასიამოვნებდა მათ, არც ერთი მათგანის აზრს არ იზიარებდა; მათ საქციელს სიძულვილით უპასუხებდა და თავის სულშიც ამ სიძულვილს აღვივებდა. დარწმუნებული ვარ, მე რომ მხიარული, სიცოცხლით სავსე, უდარდელი, თავნება, ლამაზი და ანცი ბავშვი ვყოფილიყავი, თუნდაც სხვის მოწყალებაზე მყოფი და უთვისტომო, მისის რიდი უფრო გულკეთილად მომექცეოდა, მისი შვილები მეტ სითბოს გამოიჩენდნენ, დამიმეგობრდებოდნენ და აღარც მოსამსახურეები ამიგდებდნენ აბუჩად.

დღის სინათლე თანდათანობით ტოვებდა წითელ ოთახს. დაახლოებით ხუთი საათი იქნებოდა. ღრუბლიანი დღე იყო. ბინდი ჩამოწვა და მთლად ჩამობნელდა. მესმოდა, როგორ განუწყვეტლივ შხაპუნობდა წვიმა შემოსასვლელი კიბის ფანჯრის მინებზე. ქარი კი სახლის უკან, ხეივანში, დაუსრულებლად ზუზუნებდა. სიცივე ძვალ-რბილში გამიჯდა და გამბედაობამაც მიმტყუნა. მარტოობის, სასოწარკვეთილების, დამცირებისა და საკუთარი უძლურების ჩვეულმა გრძნობებმა იმძლავრა და ჩემში ისედაც ჩაფერფლილ აღშფოთებას ცივი წყალივით გადაევლო. ამ ოჯახში ყველა ბოროტად მთვლიდა. შესაძლებელია, ასეც იყო. განა შიმშილით თავის მოკვლაზე ფიქრი დანაშაული არ არის? ნუთუ მართლა მზად ვიყავი სიკვდილისთვის? ნუთუ გეიტსჰედის საყდრის საკურთხევლის თაღებქვეშ მოქცეული აკლდამა ასე მიმზიდველ სამარადჟამო სავანედ მივიჩნიე? როგორც მითხრეს, იქ, აკლდამაში მისტერ რიდი განისვენებდა. მომაგონდა თუ არა მისტერ რიდი, შევძრწუნდი. კარგად არ მახსოვდა ის, თუმცა ვიცოდი, რომ მისტერ რიდი ჩემი მკვიდრი ბიძა იყო - დედაჩემის ძმა. მას წამოვუყვანივარ ობოლი ჩვილი თავის სახლში. სიცოცხლის უკანასკნელ წამებში მისის რიდისთვის პირობაც კი ჩამოურთმევია, რომ ჩემთვის ეპატრონა და საკუთარი შვილივით აღვეზარდე. შესაძლებელია, ქალბატონი რიდი ფიქრობდა, პირობა შევასრულეო. ვიტყოდი, რომ მან მართლაც შეასრულა პირობა, რამდენადაც საკუთარი ბუნება ამის ნებას აძლევდა. ან კი რისთვის უნდა ჰყვარებოდა ძალად თავსმოხვეული გოგონა, მისთვის და მისი ოჯახისთვის სრულიად უცხო არსება, რომელთანაც მეუღლის სიკვდილის შემდეგ აღარაფერი აკავშირებდა? ვატყობდი, ამ აღთქმის შესრულება ძალიან უმძიმდა. არ შეეძლო ჰყვარებოდა და დედის მაგივრობა გაეწია ვიღაც უხასიათო ბავშვისთვის, რომელიც მის ოჯახურ მყუდროებაში შეჭრილიყო.

დარწმუნებული ვიყავი, მისტერ რიდი რომ ცოცხალი ყოფილიყო, კეთილად მომექცეოდა. მაგრამ ახლა ეს ჩამობნელებული კედლები, ქათქათა საწოლი და მქრქალად მბრწყინავი სარკე, რომელშიც დროგამოშვებით მოჯადოებულივით ვიმზირებოდი, მახსენებდა ყოველივეს, რაც გარდაცვლილთა სულების შესახებ მსმენოდა. ისიც გამეგონა, რომ, თუ მიცვალებულებს უკანასკნელ სურვილებს არ შეუსრულებდნენ, ისინი საფლავებში საშინლად იტანჯებოდნენ. მათი სულები კვლავ მოევლინებოდნენ ხოლმე დედამიწას, რათა დაესაჯათ ფიცის გამტეხნი და შური ეძიათ დაჩაგრულთათვის. უცებ თავში უცნაურმა აზრმა გამიელვა; იქნებ მისტერ რიდის სულმა, შეშფოთებულმა იმით, რომ მის დისშვილს ასე ცუდად ექცევიან, მიატოვოს ეკლესიის თაღებქვეშ მოქცეული საფლავი ან მიცვალებულთა უხილავი სამყარო და მომევლინოს, აი, აქ, ამ ოთახში. ცრემლები მოვიწმინდე და სლუკუნი შევწყვიტე, მეშინოდა, ჩემს ასეთ მწუხარებას არ გამოეწვია რაიმე ზებუნებრივი ხმა, რომელიც ჩემ დამშვიდებას შეეცდებოდა; ან სიბნელიდან შარავანდედით გაბრწყინებული მისი სახე არ მომვლენოდა და სიბრალულით ჩემკენ არ გადმოხრილიყო. აჩრდილის გამოჩენა, რომელსაც ვითომდა უნდა დავემშვიდებინე, ვგრძნობდი, უსაზღვრო შიშით ამავსებდა და მეტი განსაცდელის მომტანი იქნებოდა. ამიტომ მთელი ძალით შევეცადე, ეს აზრი თავიდან მომეშორებინა და შიში დამეძლია. თვალებზე ჩამოშლილი თმა უკან გადავიყარე, თავი ავწიე, რომ უფრო გაბედულად დამეთვალიერებინა წყვდიადით მოცული ოთახი. აი, სწორედ ამ დროს კედელზე რაღაც სინათლის შუქი გამოჩნდა. - იქნებ ეს ფარდის ჭუჭრუტანიდან შემოჭრილი მთვარის სხივია? - ვეკითხებოდი საკუთარ თავს. - არა, მთვარის სხივი ხომ უძრავი იქნებოდა, ის კი ირხევა. სხივმა ჯერ ჭერზე გადაინაცვლა და შემდეგ თავსზემოთ აციმციმდა. ახლა ვიცი, რომ ეს სხივი სახლის წინ, მდელოზე მომავალი ადამიანის ფარნიდან შემოიჭრა. მაგრამ მაშინ, როდესაც ჩემი გონება მომზადებული იყო რაღაც საშინელებისთვის და ნერვებიც, გადატანილი ტანჯვა-წამების გამო, აწეწილი მქონდა, სწრაფად მოფარფატე ნათელი სხივი საიქიოდან მომავალი აჩრდილის მაცნედ მივიჩნიე. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა; სისხლი სახეში მომაწვა; ფრთების შრიალიც კი შემომესმა; ვიგრძენი, თითქოს ვიღაც მომიახლოვდა. შიშისგან სუნთქვა შემეკრა; საშინელ წამებას განვიცდიდი; გამძლეობამ ერთბაშად მიმტყუნა; კარს მივვარდი და სასოწარკვეთილმა მთელი ძალით დავუწყე ნჯღრევა. დერეფანში აჩქარებული ნაბიჯების ხმა გაისმა და გასაღები გადაატრიალეს. ბესი და ებოტი შემოვიდნენ.

- მის ეარ, ავად ხომ არა ხართ? - მკითხა ბესიმ.

- რა საზარელი ხმა იყო, შიშით კინაღამ გული გამისკდა, - წამოიძახა ებოტიმ.

- გამიყვანეთ აქედან! გამიშვით საბავშვო ოთახში! - გავიძახოდი მე.

- რისთვის? იტკინე რამე? ხომ არაფერი მოგეჩვენა? - კვლავ შემეკითხა ბესი.

- რაღაც სანთლის შუქი შევნიშნე და ვიფიქრე, მას მალე აჩრდილიც მოჰყვება-მეთქი.

ბესის ხელს მთელი ძალით ჩავებღაუჭე. ბესის არ უცდია ხელი გაეშვებინებინა.

- მან განგებ დაიყვირა, - განაცხადა ებოტიმ ზიზღით, - და რა წივილ-კივილი ატეხა?! რამე რომ სტკენოდა, კიდევ ჰო, მაგრამ ამით მხოლოდ ჩვენი შემოტყუება ნებავდა. კარგად ვიცი მაგის ოინბაზობა.

- რა მოხდა? - გაისმა მისის რიდის მბრძანებლური ხმა და თვითონაც ფართოდ გახსნილი საღამური ქუდის ლენტების ფრიალითა და სამოსის შარიშურით გამოჩნდა დერეფანში.

- ებოტი, ბესი, მგონია, ვბრძანე, რომ ჯეინ ეარი მარტო უნდა დაგეტოვებინათ წითელ ოთახში, სანამ თვითონ არ მოვიდოდი მის გამოსაყვანად.

- მის ჯეინი ისე ხმამაღლა ყვიროდა, ქალბატონო... - თავი იმართლა ბესიმ.

- გაუშვით, შიგნით შევიდეს, - მომესმა პასუხად. - ბავშვო, ხელი გაუშვი ბესის, უნდა იცოდე, რომ ასეთი საქციელით ვერაფერს გახდები. თვალთმაქცი ბავშვები ძალიან მეჯავრება. ჩემი ვალია, გიჩვენო, რომ ასეთი ოინებით შორს ვერ წახვალ. ახლა დამატებით ერთი საათი კიდევ დარჩები აქ და მხოლოდ იმ პირობით გაგათავისუფლებ, თუ წყნარად იქნები და სრულ მორჩილებას გამოიჩენ.

- მისის რიდ, შემიბრალეთ და მაპატიეთ, თუ შეიძლება. მე ამას ვერ გადავიტან. სხვანაირად დამსაჯეთ, როგორც გნებავთ, ნამდვილად მოვკვდები, თუ თქვენ კიდევ...

- გაჩუმდი, ასეთი თავშეუკავებლობა კიდევ უფრო აუტანელია. - და მას მართლაც აუტანელ არსებად მივაჩნდი. ის მე გამოცდილ მსახიობად მთვლიდა, ალბათ, ისეთად, რომელიც სავსეა ღვარძლით, სულმდაბლობითა და ორპირობით.

ბესიმ და ებოტიმ უკან დაიხიეს. მისის რიდმა, რომელსაც მობეზრდა ჩემი დაუსრულებელი, გულის გამგმირავი ქვითინი, ხელი მკრა, სიტყვის შეუბრუნებლად უკან, წითელ ოთახში შემაგდო და კვლავ ჩამკეტეს. დერეფანში სწრაფი ნაბიჯების ხმა გაისმა. მისი წასვლის შემდეგ, როგორც ჩანს, გული წამივიდა და გრძნობა დავკარგე.

თავები დაიდება ყოველდღე

<div>გზად საშინელ წინააღმდეგობას ვუწევდი. ამან ბესისა და ებოტის კიდევ უფრო განუმტკიცა ცუდი შეხედულება ჩემზე. მართალი რომ ვთქვა, მოთმინება დავკარგე ან, როგორც ფრანგები ამბობენ, თავს აღარ ვეკუთვნოდი. სწორედ ამ უჩვეულო სიანჩხლის გამო იყო, რომ შეუბრალებლადაც დამსაჯეს. ჩემში მეამბოხე მონის სულმა გაიღვიძა და სასოწარკვეთილმა მტკიცედ გადავწყვიტე ბოლომდე მებრძოლა.
- ხელები შეუკარით, მის ებოტ, ცოფიან კატას ჰგავს. რა სირცხვილია! რა თავის მოჭრა! - კიოდა ქალბატონის პირისფარეში. - გაუგონარი ამბავია, მის ეარ, ვის უნახავს, ხელი შეუბრუნო ახალგაზრდა ჯენტლმენს და ისიც შენი კეთილისმყოფლის ვაჟიშვილს, შენს ახალგაზრდა ბატონს.
- ბატონს? ვინ არის ჩემი ბატონი? განა მე მოსამსახურე ვარ?
- არა, შენ მოსამსახურეზე ბევრად ნაკლები ბრძანდები, შენი თავის რჩენაც არ შეგიძლია. აი, აქ დაჯექი და შენს დანაშაულს დაუფიქრდი.
ამ სიტყვებით მათ ქალბატონი რიდის მიერ მითითებულ ოთახში შემათრიეს და სკამზე დამაგდეს. ხელი გამიშვეს თუ არა, როგორც დაჭიმული ზამბარა, ჩემდა უნებურად ისე წამოვხტი ადგილიდან, კვლავ ოთხმა ხელმა გამაკავა.
- თუ წყნარად არ დაჯდები, დაგაბამთ, - მითხრა ბესიმ. - მის ებოტ, მათხოვეთ თქვენი წვივსაკრავები, ჩემსას ახლავე დაწყვეტს. - მის ებოტი მიბრუნდა, რომ მსუქან ფეხზე წვივსაკრავი მოეხსნა. მივხვდი, უცნაურ ბორკილებს მიმზადებდნენ და აპირებდნენ, უფრო მეტად შეელახათ ჩემი თავმოყვარეობა. გონს მოვედი.
- ნუ იხსნით! - წამოვიძახე მე, - არ გავინძრევი, - და ამის დასამტკიცებლად ორივე ხელით სკამს ჩავებღაუჭე.
- მაშ, გახსოვდეს და ნუ გაინძრევი, - მითხრა ბესიმ. ხელი კი მაშინ გამიშვა, როდესაც დარწმუნდა, რომ ნამდვილად დავემორჩილე. ის და ებოტი კვლავ გულხელდაკრეფილნი, შუბლშეკრულნი იჭვნეულად მაკვირდებოდნენ, თითქოს ჩემი სიტყვები არ სჯეროდათ.
- ასეთი რამ წინათ არასოდეს ჩაუდენია, - უთხრა ბოლოს ბესიმ, - მაგრამ მის ამგვარ სიანჩხლეს ყოველთვის ვამჩნევდი.
გავიგონე ებოტის პასუხიც:
- ჩემი აზრი ამ ბავშვის შესახებ ხშირად გამიზიარებია მისის რიდისთვის. ისიც, რასაკვირველია, მუდამ მეთანხმებოდა. დიდი გაიძვერა უნდა იყოს! არასოდეს მინახავს ამ ხნის ბავშვი ასე გულჩათხრობილი.
ბესიმ აღარაფერი უპასუხა. შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა:
- შენ უნდა იცოდე, რომ მისის რიდი სამოწყალოდ გინახავს. სახლიდან რომ გაგაგდოს, ღარიბთა თავშესაფარში მოგიწევს ცხოვრება.
ვერაფერი ვუპასუხე. ეს ჩემთვის ახალი ამბავი არ იყო. რაც თავი მახსოვდა, სულ ამას ჩამჩიჩინებდნენ; საყვედურები ჩემი მუქთახორობის შესახებ განუწყვეტლივ ჩამესმოდა ყურში, სულს მიწუხებდა და განუზომელ ტკივილს მაყენებდა, მაგრამ კარგადაც ვერ გავრკვეულიყავი, თუ რა ხდებოდა ჩემ გარშემო.
- ვის უტოლებ თავს - ელიზას, ჯონსა და ჯორჯიანა რიდებს? - დაუმატა მის ებოტიმ. - ვერ ხედავ, რამდენად კეთილია მისის რიდი, რომ მათთან ერთად გზრდის? მათ დიდი ფულადი შემოსავალი აქვთ, შენ კი არაფერი გაბადია. შენი ვალდებულებაა თავმდაბლობა. უნდა ეცადო, მუდამ ასიამოვნო მათ. ამ ყველაფერს მხოლოდ შენს საკეთილდღეოდ გეუბნებით, - შედარებით ალერსიანად დაუმატა ბესიმ, - თუ იშრომებ და ეცდები, ყოველთვის ასიამოვნო მათ, ვფიქრობ, არც ისინი დაინანებენ თავშესაფარს შენთვის. მაგრამ, შენ თუ გაუგონარი იქნები და სიანჩხლეს არ დაიშლი, მისის რიდი სახლიდან გაგაგდებს.
- გარდა ამისა, ღმერთიც დასჯის ასეთ ადამიანს. სრულიად ადვილი შესაძლებელია, სიკვდილითაც დასაჯოს. მერე რაღას იზამს? - თქვა მის ებოტიმ. - წამო, ბესი, მარტო დავტოვოთ. რა კარგია, რომ მასავით გულქვა არა ვარ. როდესაც მარტო დარჩები, ილოცე, მის ეარ, მაგრამ, თუ ცოდვებს არ მოინანიებ, ვინ იცის, რა მოხდება, იქნებ ბუხრიდან ეშმაკიც კი ჩამოძვრეს და სადმე გაგაქროლოს.
ამ სიტყვებით ოთახიდან გავიდნენ და კარი გაიკეტეს.
დიდი დარბაზი, რომელსაც წითელ ოთახს უწოდებდნენ, კარგა ხნის მიტოვებული იყო. იქ იშვიათად თუ იძინებდა ვინმე, უფრო სწორად - არასოდეს. ამ მდიდრულად მოწყობილ ოთახს მხოლოდ მაშინ გაიხსენებდნენ, როდესაც მოზღვავებული სტუმრებისთვის აღარსად ჰქონდათ მოსასვენებელი ადგილი. ამ დიდ სახლში ის ყველაზე ფართო და მდიდრულად მორთული იყო. მის შუაგულში კვარცხლბეკივით აღმართულიყო წითელი ხის სვეტებიანი საწოლი, მუქი წითელი ფარდებით. ასეთივე ფერის ფართონაკეცებიანი ნაქარგი ფარდები სანახევროდ ფარავდა ორ უზარმაზარ ფანჯარას. საწოლის ქვედა მხარეს მაგიდა იდგა. ზედ წითელი სუფრა ეფარა. ნოხიც მეწამული იყო და კედლების ფერს ეხამებოდა. მასში ალაგ-ალაგ მიხაკისფერი ჭარბობდა. მუქი წითელი ხის გარდერობი, სატუალეტო მაგიდა და სკამები სარკესავით პრიალებდა. ამ მუქი ფერების ფონზე მკვეთრად გამოირჩეოდა მაღალი საწოლი თეთრად მოქათქათე ბუმბულის ლეიბებითა და ბალიშებით. საწოლს თოვლივით თეთრი გადასაფარებელი ამშვენებდა. საწოლის თავთან თეთრ შალითაში გახვეული ფართო და რბილი სავარძელი იდგა. მის წინ კი ფეხის მოსასვენებელ პატარა სკამს შეამჩნევდით. ეს სავარძელი ჩემს წარმოდგენაში სამეფო ტახტის ელფერით ბრწყინავდა. ოთახი ცივი იყო, რადგან ცეცხლს იშვიათად ანთებდნენ; მდუმარებით მოცული - იმიტომ, რომ მოშორებული იყო ბავშვთა ოთახსა და სამზარეულოს; განმარტოებულიც, რადგან შიგ იშვიათად თუ შეიხედავდა ვინმე. შაბათობით მხოლოდ მოსამსახურე თუ შევიდოდა და სარკეებსა და ავეჯს მთელი კვირის მტვერს გადაწმენდდა. ძალიან იშვიათად მისის რიდიც ესტუმრებოდა ხოლმე ამ ოთახს, ათვალიერებდა საიდუმლო უჯრაში ჩაწყობილ სხვადასხვა საოჯახო ხელნაწერს, ძვირფასი ნივთების შესანახ კოლოფსა და გარდაცვლილი მეუღლის მინიატიურულ სურათს. სწორედ ამ სიტყვაში იყო ჩაქსოვილი წითელი ოთახის მთელი საიდუმლოებაც. მიუხედავად იმისა, რომ მეტისმეტად მდიდრულად იყო მორთული, ახლოს მაინც არავინ ეკარებოდა.
აი, უკვე ცხრა წელია, რაც მისტერ რიდი გარდაიცვალა. ამ ოთახში დაულევია სული; აქვე ესვენა თურმე და მესაფლავეებს აქედანვე გაუტანიათ მისი კუბო. იმ დღიდან, საშინელი შიშით შეძრწუნებულნი, ოთახში იშვიათადღა შედიოდნენ.
დაბალ სავარძელზე, მარმარილოს ბუხრის ახლოს, სადაც ენამწარე ებოტიმ და ბესიმ მიმატოვეს, გაუნძრევლად ვიჯექი. ჩემ წინ საწოლი იდგა. მარჯვნივ - მაღალი მუქი ფერის გარდერობი, რომლის გაპრიალებულ კარზე სხვადასხვა ფერის სხივები არეკლილიყო. მარცხნივ, ფარდებით დაფარულ ფანჯრებს შორის, უზარმაზარი სარკე ამართულიყო, რომლის შიგნით მდიდრულად მორთული ოთახი და საწოლი მოჩანდა. ჯერ კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მათ კარი ნამდვილად ჩამიკეტეს. როგორც იყო, ადგომა გავბედე. კართან მივედი და, ღმერთო ჩემო! დაკეტილი დამხვდა. ალბათ, არც ერთი საპატიმრო არ ყოფილა ასე საგულდაგულოდ ჩაკეტილი. უკან გამოვბრუნდი. სარკის წინ უნდა ჩამევლო. მოჯადოებულმა, უნებურად მის სიღრმეში ჩავიხედე და ყველაფერს თვალიერება დავუწყე. სარკის ფანტასტიკურ სივრცეში ყოველი საგანი უფრო მუქი ჩანდა და ყოველი ნივთი თითქოს გაყინულიყო. სარკიდან უცნაური და პაწაწინა არსება მიმზერდა გაფითრებული სახითა და აკანკალებული ხელებით. ამ გაქვავებულ სამყაროში იგი მართლაც მოჩვენებას ჰგავდა მოელვარე და შიშისგან გაფართოებული თვალებით. ის იმ პაწაწინა, ნახევრად ზღაპრულ ფერიებსა თუ ეშმაკეულ სულებს მივამსგავსე, რომლებიც ბესის მონაყოლ ზღაპრებში განმარტოებული, უდაბური და ხავსმოკიდებული ჭაობებიდან მოევლინებოდნენ ხოლმე დაგვიანებულ მგზავრებს.
ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
ცრუმორწმუნეობრივმა შიშმა შემიპყრო, მაგრამ ვგრძნობდი, ეს შიში ჯერ კიდევ არ გაბატონებულიყო ჩემზე. სისხლი მიდუღდა; მეამბოხე მონის განწყობა ჯერ კიდევ ბობოქრობდა ჩემში და ძალას მმატებდა. წარსული, მთელი თავისი სიმწარით, თვალწინ ნათლად წარმომიდგა. მოძალებულ გრძნობებს უნდა გავმკლავებოდი, ვიდრე მძიმე აწმყო თავის საშინელ ბრჭყალებს შემახებდა.
მომაგონდა ჯონ რიდის გახელებული ძალმომრეობა, დედამისის სიძულვილი, მისი დების სიამაყით სავსე გულგრილობა, მოსამსახურეთა უსამართლო მოპყრობა და ყოველივე ეს ჭის ფსკერიდან ამოტივტივებული შავი, ბინძური ნალექივით აიმღვრა ჩემს ისედაც განაწამებ გონებაში. ნეტავ, რატომ მაწამებდნენ ასე? რისთვის ვცახცახებდი შიშით ყოველთვის? მუდამ დამნაშავედ მე რად მაცხადებდნენ და ბრალიც მუდამ მე რად მედებოდა? ნუთუ მართლა არ შემეძლო მესიამოვნებინა მათთვის? ყველა ჩემს ცდას - მომეპოვებინა რომელიმეს სიყვარული - რატომ უნდა ჩაევლო ამაოდ? რატომ ექცეოდნენ კარგად ან რისთვის უყვარდათ თავნება და ეგოისტი ელიზა? ნუთუ შეიძლებოდა კადნიერი, ღვარძლით სავსე და ანჩხლი ჯორჯიანას გაღმერთება? ალბათ, მისი სილამაზე, ვარდისფერი ღაწვები და ოქროსფერი, მბზინავი კულულები ატყვევებდა ყველას და დანაშაულსაც ამითვე გამოისყიდდა ხოლმე. ჯონს ხომ არავინ სჯიდა და ყველაფერს უსრულებდნენ, თუმცა მტრედებს ხშირად ახრჩობდა, ახალგამოჩეკილ წიწილებს ხოცავდა, ცხვრებს ძაღლებს უსევდა, სათბურში მკვახე ყურძენს იპარავდა, ორანჟერეაში კი საუკეთესო ნარგავთა კვირტებს ანადგურებდა. დედას ბებრუცანას ეძახდა და ხშირად დასცინოდა. არ მოსწონდა მისი სახის მოყვითალო ფერი, თუმცა თავად სწორედ ამით მიაგავდა დედას. ის მისის რიდს არასოდეს ემორჩილებოდა, ხშირად დაუხევია და გაუფუჭებია მისი აბრეშუმის კაბები და მაინც მისი "საყვარელი შვილიკო" გახლდათ. მე კი სულ მცირე დანაშაულსაც არავინ მაპატიებდა. ძალ-ღონეს არ ვზოგავდი, ყველაფერი კარგად გამეკეთებინა, მაგრამ მაინც აბეზარს, უხასიათოს, გაუგონარსა და მატყუარას მეძახდნენ დილიდან საღამომდე.
წაქცევის მერე თავი ჯერ ისევ მტკიოდა; ჭრილობიდან სისხლი კვლავ მოწვეთავდა; მაგრამ ამ უმსგავსო საქციელისთვის ჯონი არავის გაუკიცხავს. მე კი იმის გამო, რომ გავბედე და ხელი შევუბრუნე, შევეცადე, მისი მხეცური დარტყმა თავიდან ამეცილებინა, საერთო გულისწყრომა დავიმსახურე.
- უსამართლონი! უსამართლონი! - დაჟინებით ვიმეორებდი ჩემთვის. ტანჯვამ, რომელიც თავს გადამხდა, თითქოს წლები შემმატა, დამაჭკვიანა და ახლა დიდი ადამიანივით ვაზროვნებდი. გამბედაობა მიკარნახებდა და მაქეზებდა, აუტანელი ჩაგვრისგან თავის დასახსნელად რაიმე გზა მომეძებნა. სახლიდან გაქცევა გადავწყვიტე, მაგრამ, თუ ამას მოვახერხებდი, შიმშილით უნდა მომეკლა თავი.
ოჰ, როგორ გამამწარეს იმ საშინელ დღეს! გონება ამერია, გული ამოვარდნაზე მქონდა! ოჰ, რა წყვდიადით იყო მოცული და რა გაურკვეველი იყო ჩემთვის ის სულიერი ბრძოლა, რაც მაშინ გადავიტანე. პასუხი ვერ მეპოვა კითხვაზე - რატომ ვიტანჯებოდი ასე; ვერ გეტყვით, რამდენი წელი მაშორებს იმ გარდასულ დროს, მაგრამ ყველაფერი დღესავით ნათელია.
როგორც ჩანს, გეიტსჰედ-ჰოლში ზედმეტი ვიყავი; ყველას თვალში ეკლად ვესობოდი. მისის რიდსა და მის შვილებთან საერთო ენა ვერ გამოვნახე; არც მათ მსახურებთან მწყალობდა ბედი. მაგრამ, თუ მათ არ ვუყვარდი, არც მე მიყვარდა ისინი. ან კი რისთვის უნდა ეზრუნათ ისეთ არსებაზე, რომელსაც არც ერთი მათგანი არ უყვარდა? ან რატომ მოექცეოდნენ თბილად უქნარას, მათგან ხასიათით, მისწრაფებებითა და უნარით სრულიად განსხვავებულს; ბოროტ ბავშვს, რომელიც არასოდეს ასიამოვნებდა მათ, არც ერთი მათგანის აზრს არ იზიარებდა; მათ საქციელს სიძულვილით უპასუხებდა და თავის სულშიც ამ სიძულვილს აღვივებდა. დარწმუნებული ვარ, მე რომ მხიარული, სიცოცხლით სავსე, უდარდელი, თავნება, ლამაზი და ანცი ბავშვი ვყოფილიყავი, თუნდაც სხვის მოწყალებაზე მყოფი და უთვისტომო, მისის რიდი უფრო გულკეთილად მომექცეოდა, მისი შვილები მეტ სითბოს გამოიჩენდნენ, დამიმეგობრდებოდნენ და აღარც მოსამსახურეები ამიგდებდნენ აბუჩად.
დღის სინათლე თანდათანობით ტოვებდა წითელ ოთახს. დაახლოებით ხუთი საათი იქნებოდა. ღრუბლიანი დღე იყო. ბინდი ჩამოწვა და მთლად ჩამობნელდა. მესმოდა, როგორ განუწყვეტლივ შხაპუნობდა წვიმა შემოსასვლელი კიბის ფანჯრის მინებზე. ქარი კი სახლის უკან, ხეივანში, დაუსრულებლად ზუზუნებდა. სიცივე ძვალ-რბილში გამიჯდა და გამბედაობამაც მიმტყუნა. მარტოობის, სასოწარკვეთილების, დამცირებისა და საკუთარი უძლურების ჩვეულმა გრძნობებმა იმძლავრა და ჩემში ისედაც ჩაფერფლილ აღშფოთებას ცივი წყალივით გადაევლო. ამ ოჯახში ყველა ბოროტად მთვლიდა. შესაძლებელია, ასეც იყო. განა შიმშილით თავის მოკვლაზე ფიქრი დანაშაული არ არის? ნუთუ მართლა მზად ვიყავი სიკვდილისთვის? ნუთუ გეიტსჰედის საყდრის საკურთხევლის თაღებქვეშ მოქცეული აკლდამა ასე მიმზიდველ სამარადჟამო სავანედ მივიჩნიე? როგორც მითხრეს, იქ, აკლდამაში მისტერ რიდი განისვენებდა. მომაგონდა თუ არა მისტერ რიდი, შევძრწუნდი. კარგად არ მახსოვდა ის, თუმცა ვიცოდი, რომ მისტერ რიდი ჩემი მკვიდრი ბიძა იყო - დედაჩემის ძმა. მას წამოვუყვანივარ ობოლი ჩვილი თავის სახლში. სიცოცხლის უკანასკნელ წამებში მისის რიდისთვის პირობაც კი ჩამოურთმევია, რომ ჩემთვის ეპატრონა და საკუთარი შვილივით აღვეზარდე. შესაძლებელია, ქალბატონი რიდი ფიქრობდა, პირობა შევასრულეო. ვიტყოდი, რომ მან მართლაც შეასრულა პირობა, რამდენადაც საკუთარი ბუნება ამის ნებას აძლევდა. ან კი რისთვის უნდა ყვარებოდა ძალად თავსმოხვეული გოგონა, მისთვის და მისი ოჯახისთვის სრულიად უცხო არსება, რომელთანაც მეუღლის სიკვდილის შემდეგ აღარაფერი აკავშირებდა? ვატყობდი, ამ აღთქმის შესრულება ძალიან უმძიმდა. არ შეეძლო ყვარებოდა და დედის მაგივრობა გაეწია ვიღაც უხასიათო ბავშვისთვის, რომელიც მის ოჯახურ მყუდროებაში შეჭრილიყო.
დარწმუნებული ვიყავი, მისტერ რიდი რომ ცოცხალი ყოფილიყო, კეთილად მომექცეოდა. მაგრამ ახლა ეს ჩამობნელებული კედლები, ქათქათა საწოლი და მქრქალად მბრწყინავი სარკე, რომელშიც დროგამოშვებით მოჯადოებულივით ვიმზირებოდი, მახსენებდა ყოველივეს, რაც გარდაცვლილთა სულების შესახებ მსმენოდა. ისიც გამეგონა, რომ, თუ მიცვალებულებს უკანასკნელ სურვილებს არ შეუსრულებდნენ, ისინი საფლავებში საშინლად იტანჯებოდნენ. მათი სულები კვლავ მოევლინებოდნენ ხოლმე დედამიწას, რათა დაესაჯათ ფიცის გამტეხნი და შური ეძიათ დაჩაგრულთათვის. უცებ თავში უცნაურმა აზრმა გამიელვა; იქნებ მისტერ რიდის სულმა, შეშფოთებულმა იმით, რომ მის დისშვილს ასე ცუდად ექცევიან, მიატოვოს ეკლესიის თაღებქვეშ მოქცეული საფლავი ან მიცვალებულთა უხილავი სამყარო და მომევლინოს, აი, აქ, ამ ოთახში. ცრემლები მოვიწმინდე და სლუკუნი შევწყვიტე, მეშინოდა, ჩემს ასეთ მწუხარებას არ გამოეწვია რაიმე ზებუნებრივი ხმა, რომელიც ჩემს დამშვიდებას შეეცდებოდა; ან სიბნელიდან შარავანდედით გაბრწყინებული მისი სახე არ მომვლენოდა და სიბრალულით ჩემკენ არ გადმოხრილიყო. აჩრდილის გამოჩენა, რომელსაც ვითომდა უნდა დავემშვიდებინე, ვგრძნობდი, უსაზღვრო შიშით ამავსებდა და მეტი განსაცდელის მომტანი იქნებოდა. ამიტომ მთელი ძალით შევეცადე, ეს აზრი თავიდან მომეშორებინა და შიში დამეძლია. თვალებზე ჩამოშლილი თმა უკან გადავიყარე, თავი ავწიე, რომ უფრო გაბედულად დამეთვალიერებინა წყვდიადით მოცული ოთახი. აი, სწორედ ამ დროს კედელზე რაღაც სინათლის შუქი გამოჩნდა. - იქნებ ეს ფარდის ჭუჭრუტანიდან შემოჭრილი მთვარის სხივია? - ვეკითხებოდი საკუთარ თავს. - არა, მთვარის სხივი ხომ უძრავი იქნებოდა, ის კი ირხევა. სხივმა ჯერ ჭერზე გადაინაცვლა და შემდეგ თავსზემოთ აციმციმდა. ახლა ვიცი, რომ ეს სხივი სახლის წინ, მდელოზე მომავალი ადამიანის ფარნიდან შემოიჭრა. მაგრამ მაშინ, როდესაც ჩემი გონება მომზადებული იყო რაღაც საშინელებისთვის და ნერვებიც, გადატანილი ტანჯვა-წამების გამო, აწეწილი მქონდა, სწრაფად მოფარფატე ნათელი სხივი საიქიოდან მომავალი აჩრდილის მაცნედ მივიჩნიე. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა; სისხლი სახეში მომაწვა; ფრთების შრიალიც კი შემომესმა; ვიგრძენი, თითქოს ვიღაც მომიახლოვდა. შიშისგან სუნთქვა შემეკრა; საშინელ წამებას განვიცდიდი; გამძლეობამ ერთბაშად მიმტყუნა; კარს მივვარდი და სასოწარკვეთილმა მთელი ძალით დავუწყე ნჯღრევა. დერეფანში აჩქარებული ნაბიჯების ხმა გაისმა და გასაღები გადაატრიალეს. ბესი და ებოტი შემოვიდნენ.
- მის ეარ, ავად ხომ არა ხართ? - მკითხა ბესიმ.
- რა საზარელი ხმა იყო, შიშით კინაღამ გული გამისკდა, - წამოიძახა ებოტიმ.
- გამიყვანეთ აქედან! გამიშვით საბავშვო ოთახში! - გავიძახოდი მე.
- რისთვის? იტკინე რამე? ხომ არაფერი მოგეჩვენა? - კვლავ შემეკითხა ბესი.
- რაღაც სანთლის შუქი შევნიშნე და ვიფიქრე, მას მალე აჩრდილიც მოჰყვება-მეთქი.
ბესის ხელს მთელი ძალით ჩავებღაუჭე. ბესის არ უცდია ხელი გაეშვებინებინა.
- მან განგებ დაიყვირა, - განაცხადა ებოტიმ ზიზღით, - და რა წივილ-კივილი ატეხა?! რამე რომ სტკენოდა, კიდევ ჰო, მაგრამ ამით მხოლოდ ჩვენი შემოტყუება ნებავდა. კარგად ვიცი მაგის ოინბაზობა.
- რა მოხდა? - გაისმა მისის რიდის მბრძანებლური ხმა და თვითონაც ფართოდ გახსნილი საღამური ქუდის ლენტების ფრიალითა და სამოსის შარიშურით გამოჩნდა დერეფანში.
- ებოტი, ბესი, მგონია, ვბრძანე, რომ ჯეინ ეარი მარტო უნდა დაგეტოვებინათ წითელ ოთახში, სანამ თვითონ არ მოვიდოდი მის გამოსაყვანად.
- მის ჯეინი ისე ხმამაღლა ყვიროდა, ქალბატონო... - თავი იმართლა ბესიმ.
- გაუშვით, შიგნით შევიდეს, - მომესმა პასუხად. - ბავშვო, ხელი გაუშვი ბესის, უნდა იცოდე, რომ ასეთი საქციელით ვერაფერს გახდები. თვალთმაქცი ბავშვები ძალიან მეჯავრება. ჩემი ვალია, გიჩვენო, რომ ასეთი ოინებით შორს ვერ წახვალ. ახლა დამატებით ერთი საათი კიდევ დარჩები აქ და მხოლოდ იმ პირობით გაგათავისუფლებ, თუ წყნარად იქნები და სრულ მორჩილებას გამოიჩენ.
- მისის რიდ, შემიბრალეთ და მაპატიეთ, თუ შეიძლება. მე ამას ვერ გადავიტან. სხვანაირად დამსაჯეთ, როგორც გნებავთ, ნამდვილად მოვკვდები, თუ თქვენ კიდევ...
- გაჩუმდი, ასეთი თავშეუკავებლობა კიდევ უფრო აუტანელია. - და მას მართლაც აუტანელ არსებად მივაჩნდი. ის მე გამოცდილ მსახიობად მთვლიდა, ალბათ, ისეთად, რომელიც სავსეა ღვარძლით, სულმდაბლობითა და ორპირობით.
ბესიმ და ებოტიმ უკან დაიხიეს. მისის რიდმა, რომელსაც მობეზრდა ჩემი დაუსრულებელი, გულის გამგმირავი ქვითინი, ხელი მკრა, სიტყვის შეუბრუნებლად უკან, წითელ ოთახში შემაგდო და კვლავ ჩამკეტეს. დერეფანში სწრაფი ნაბიჯების ხმა გაისმა. მისი წასვლის შემდეგ, როგორც ჩანს, გული წამივიდა და გრძნობა დავკარგე.</div>