ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ, ცხოვრება რაც შეიძლება მოსახერხებელი, კომფორტული და მარტივი გავხადოთ. გასაკვირი არაა, რომ ეს რთულად გამოსათქმელი სიტყვა - ლაიფჰაკი, მყარად დამკვიდრდა ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში.
გადავწყვიტეთ, გავიხსენოთ წლის საუკეთესო ლაიფჰაკები.
- როგორ დავტენოთ სმარტფონი სწრაფად — უბრალოდ გადაიყვანეთ ავიარეჟიმში. ტელეფონი ორჯერ სწრაფად დაიმუხტება.
- ბანანი მალე რომ არ გაყავისფრდეს — შეახვიეთ ფოლგაში ან პერგამენტში.
- ღილები ადვილად რომ არ აგიწყდეთ, ძაფს უფერული ფრჩხილის ლაქი გადაუსვით.
- კვერცხის საჭრელში ქამა სოკოს მარტივად დაჭრით.
- როგორ გააცხელოთ ერთდროულად ორი პიცა.
- სასმელი რომ სწრაფად გააცივოთ, შემოახვიეთ სველი ტილო და შედეთ მაცივარში.
- ხახვის დაჭრის დროს რომ არ იტიროთ, 30 წამით მიკროტალღურ ღუმელში ან საყინულეში შედეთ და შემდეგ დაჭერით.
- თუ კერძი სწრაფად გინდათ გაცხელდეს მიკროტალღურ ღუმელში, შუაში ჩაღრმავება გაუკეთეთ.
- ბავშვმა რომ კედლებზე არ დახატოს.
- ბავშვის ზეთით სანტექნიკას გააპრიალებთ.
- ფლოსის მეშვეობით რბილ და დელიკატურ პროდუქტს დაჭრით.
- თუ აუზზე დადიხართ, "შლოპანცებმა" რომ ჩანთაში ტანსაცმელი არ დაასველოს, შხაპის ერთჯერად ქუდში მოათავსეთ.