14 იანვრიდან საქართველოსა და მსოფლიოში უბედური შემთხვევების სერია არ წყდება, რაც გამოწვეულია მზისა და მთვარის დაბნელებით. ასტროლოგების თქმით, ვიმყოფებით ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში, რომელსაც წერტილი დაესმება 25 იანვარს. მანამდე კი გთავაზობთ უბედური შემთხვევების ჰოროსკოპს, რათა ფრთხილად იყოთ და ხიფათს ერიდოთ.
ვერძი
ერიდეთ შენობებთან მიახლოებას და დიდხანს დგომას ერთ ადგილას. შესაძლოა ჩამოვარდეს მძიმე ნივთი, საშენი მასალა, ბანერი და ა.შ. ხშირად აიხედეთ მაღლა და დარწმუნდით, რომ თქვენ თავზემოთ საეჭვო არაფერი ხდება. გარდა ამისა, მოერიდეთ ხეებს.
კურო
მოერიდეთ ლიფტს, გამოიყენეთ კიბეები, მაშინაც კი, თუ მოძრაობა ძალიან გეზარებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გაიჭედოთ ლიფტში ან საერთოდ, ჩავარდეთ ლიფტთან ერთად.
ტყუპი
მანქანა დინჯად ატარეთ, როგორც უნდა გეჩქარებოდეთ. იზრდება ავარიაში მოყოლის რისკი.
კირჩხიბი
თუ ქუჩაში გარჩევას შეესწრებით, ნუ ჩაერევით, რადგან შესაძლოა, თქვენთვის სავალალოდ დასრულდეს. შეამცირეთ კონტაქტი უცხო ცხოველებთან.
ლომი
ნუ შეეხებით ელექტროენერგიას, შესაძლოა, დენმა დაგარტყათ. ჩვეულებრივი ნათურის შეცვლისგანაც კი თავი შეიკავეთ.
ქალწული
არავითარ შემთხვევაში არ ახვიდეთ შენობის სახურავზე, არ გადაიხედოთ ფანჯრიდან სხეულის დიდი ნაწილის გადაზნექით. შესაძლოა, გადავარდეთ და მრავალი მოტეხილობით აღმოჩნდეთ საავადმყოფოში. უარეს შემთხვევაში, შემთხვევა ფატალურად დასრულდება.
სასწორი
არავითარ შემთხვევაში არ შემოაჯდეთ მოტოციკლეტს. ერიდეთ ველოსიპედის ტარებასაც კი. ნუ გექნებათ ხშირი კონტაქტი ტექნიკასთან.
განაგრძეთ კითხვა