აშშ-ის რამდენიმე შტატი "ანტარქტიდად გადაიქცა" - გაყინული ქალაქების დაუჯერებელი ფოტოები - Marao

აშშ-ის რამდენიმე შტატი "ანტარქტიდად გადაიქცა" - გაყინული ქალაქების დაუჯერებელი ფოტოები

2019-01-31 11:47:36+04:00

აშშ-ის რამდენიმე ქალაქი პოლარული ყინვის გამო პარალიზებულია. BBC-ის ინფორმაციით, უამინდობამ, სულ მცირე, 7 ადამიანი იმსხვერპლა.

ტემპერატურა ჩიკაგოში -30 გრადუსია - უფრო დაბალი, ვიდრე ანტარქტიდის ბევრ ნაწილში. კიდევ უფრო მეტად ცივა ჩრდილოეთ დაკოტაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა -37 გრადუსამდე დაეცა.

ჩიკაგოსთვის, რომელიც აშშ-ში სიდიდით მესამე ქალაქია, სიცივე უცხო არ არის, თუმცა ამჯერად ყინვა რეკორდულია. ქალაქის ორ მთავარ აეროპორტში 1500-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, შეწყდა მატარებლების მიმოსვლაც.

გაყინულია მიჩიგანის ტბაც.

ჩიკაგოს მერი რამ ემანუელი მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად შეეცადონ, არ გავიდნენ გარეთ. ქალაქში ათეულობით „გასათბობი ცენტრი“ ფუნქციონირებს, სადაც თავს 80 000-მდე ადამიანი აფარებს.

დაკეტილია მუზეუმები, ზოოპარკი, კაფეების და მაღაზიების დიდი ნაწილი. გაგრძელება + ფოტო