აშშ-ის რამდენიმე ქალაქი პოლარული ყინვის გამო პარალიზებულია. BBC-ის ინფორმაციით, უამინდობამ, სულ მცირე, 7 ადამიანი იმსხვერპლა.
ტემპერატურა ჩიკაგოში -30 გრადუსია - უფრო დაბალი, ვიდრე ანტარქტიდის ბევრ ნაწილში. კიდევ უფრო მეტად ცივა ჩრდილოეთ დაკოტაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა -37 გრადუსამდე დაეცა.
ჩიკაგოსთვის, რომელიც აშშ-ში სიდიდით მესამე ქალაქია, სიცივე უცხო არ არის, თუმცა ამჯერად ყინვა რეკორდულია. ქალაქის ორ მთავარ აეროპორტში 1500-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, შეწყდა მატარებლების მიმოსვლაც.
გაყინულია მიჩიგანის ტბაც.
ჩიკაგოს მერი რამ ემანუელი მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად შეეცადონ, არ გავიდნენ გარეთ. ქალაქში ათეულობით „გასათბობი ცენტრი“ ფუნქციონირებს, სადაც თავს 80 000-მდე ადამიანი აფარებს.
დაკეტილია მუზეუმები, ზოოპარკი, კაფეების და მაღაზიების დიდი ნაწილი. გაგრძელება + ფოტო