სათავგადასავლო ჟანრის მოყვარულებს ამ ფილმების ნახვას გირჩევთ:
კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა (2003 წელი)
თრეილერი
ფილმის სიუჟეტი: როცა პორტ როიალის გუბერნატორის ქალიშვილს გაიტაცებენ, მეკობრე - ჯეკ ბეღურა გადაწყვეტს, გოგონას შეყვარებულს მის დაბრუნებაში დაეხმაროს, მაგრამ მათი საზღვაო მოგზაურობა რთული და თავგადასავლებით აღსავსე აღმოჩნდება...
ტინტინის თავგადასავალი (2011 წელი)
თრეილერი
ფილმის სიუჟეტი: უშიშარი ახალგაზრდა ტინტინის და მისი ერთგული ძაღლის, სნოუის თავგადასავალი იწყება, როდესაც ისინი საოცარი საიდუმლოს მატარებელ გემს აღმოაჩენენ. ტინტინს, რომელმაც უძველესი საიდუმლოს შესახებ შეიტყო, ივან ივანოვიჩ სახარინი ძვირფასი განძის მოპარვაში ადანაშაულებს. ტინტინი და სნოუი ჭირვეული კაპიტანი ჰადოკის და დაბნეული დეტექტივი ტომპსონ ტომპსონის დახმარებით ნახევარ მსოფლიოს შემოივლიან და მათ მტრებს ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უსწრებენ.
სამი მეფე (1999 წელი)
თრეილერი
ფილმის სიუჟეტი: ამერიკელი ჯარისკაცების ჯგუფი ერაყში დაბანაკდა. სპარსეთის ყურის ომი მთავრდება და ისინი პოულობენ რუკას, რომელიც, მათ სჯერათ, რომ ქუვეითის მოპარული ოქროს საცავთან მიიყვანთ. ისინი საიდუმლო მისიაზე გაემართებიან, რაც მათ ბედს შეცვლის.
მუმია (1999 წელი)
თრეილერი
ფილმის სიუჟეტი: მრავალი წლის წინ, ძველ ეგვიპტეში მეფე მორიელი საზარელ არმიას მეთაურობდა, მაგრამ როდესაც მან თავისი სული ანუბისს მიჰყიდა, ის ისტორიამ წაშალა. ამჟამად იგი მხოლოდ მითია. თუ არც კი? რიკი და ეველინ ო'კონელები თავიანთ 8 წლის ვაჟ ალექსთან ერთად კვლავ ახალ ექსპონატებს ეძებენ. ისინი აღმოაჩენენ ანუბისის სამაჯურს, მაგრამ ვიღაც სხვაც მიჰყვება სამაჯურის კვალს. უმაღლესი ქურუმი იმჰოტეპი კვლავ აღსდგა მკვდრეთით და სამაჯური სურს, რათა მეფე მორიელის არმია მართოს. მაგრამ ეს ერთადერთი პრობლემა როდია. იმჰოტეპს, რომელსაც ახლა ალექსი ჰყავს და სამაჯურიც მასთანაა, დიდი დღე არ უწერია...
გზა ელდორადომდე (2000 წელი)
თრეილერი
ფილმის სიუჟეტი: ტულიო და მიგელი, ამ სრულმეტრაჟიანი მულტფილმის გმირები, ცდილობენ ფულის იოლი გზით მოპოვებას. მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებს ის, რომ ფული თავად მიდის მათთან. გმირებს ძალიან გაუმართლათ, რადგან იპოვეს საიდუმლო რუკა, რომელზეც ოქროს ქალაქი ელდორადოა მითითებული...
ატლანტიდა: დაკარგული იმპერია (2001 წელი)
თრეილერი
ფილმის სიუჟეტი: ატლანტიდა... ოკეანის სიღრმეში ჩაძირული ლეგენდარული კუნძულის პოვნაზე უამრავი მამაცი ოცნებობდა, მაგრამ მხოლოდ ახალგაზრდა მაილო ტეტჩს გაუმართლა: 1914 წელს მის ხელში საიდუმლო დღიური მოხვდა, რომელიც დაკარგული იმპერიისაკენ მიმავალ გზას აჩვენებდა. და აი, უკვე მსოფლიოში ყველაზე გამძლე წყალქვეშა ნავი უშიშარი კაპიტან რურკის მეთაურობის ქვეშ ღია ოკეანეში გადის. მაილოს და მის თანამგზავრებს უამრავი დაუვიწყარი თავგადასავალი ელოდებათ წინ...
ფილმების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე