თითოეულ დღეს თავისი რჩეული ჰყავს, რომელსაც განსაკუთრებულად მფარველობენ პლანეტები. გთავაზობთ 8 თებერვლის რჩეულებს, ანუ ზოდიაქოს 4 ნიშანს, რომელსაც დღეს ყველაფერში გაუმართლებს.
ლომი
დროა, გამოავლინოთ ბუნებისგან ბოძებული ჯილდო! იზრუნეთ საკუთარი მისწრაფებების შესასრულებლად. ამ დღეს იმატებს დაწინაურების შესაძლებლობა, როგორც სამსახურში, ასევე წრეში, რომელშიც ტრიალებთ. ლომების ნაწილი, რომლებიც კერძო ბიზნესით არიან დაკავებულნი, სარფიან საქმეს წამოიწყებს ან მოგებას გაიორმაგებს. გაიხსენეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც თავი უთანხმოებით დაგამახსოვრათ. შესთავაზეთ მათ ახალი იდეების რეალიზაცია. დიდი შესაძლებლობა გაქვთ, ერთ დღეში საგრძნობლად განავითაროთ საერთო საქმე.
ვერძი
თუ საკუთარ თავს თავადვე არ შეაფერხებთ, ბედი ნამდვილად გაგიღიმებთ. თავი შეიკავეთ პირდაპირობისგან, რადგან ადამიანები მტკივნეულად აღიქვამენ შენიშვნებსა და რჩევებს. შექმნილი გარემოება თქვენს წისქვილზე დაასხამს წყალს. იყავით ხალისიანი და კომუნიკაბელური. ზოგიერთი ვერძი შესაძლოა დაპატიჟონ მნიშვნელოვან სადილზე. გელით საინტერესო სიახლეები როგორც სამსახურში, ასევე პირად ფრონტზე. ვერძების ნაწილს, რომელსაც სამსახიობო მონაცემები აქვს და კინოში ან თეატრში მოხვედრაზე ოცნებობს, სურვილი აუსრულდება.
გაგრძელება