თმის ცვენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში და ეს ორივე მათგანისთვის იმდენად დამთრგუნველია, რომ შესაძლოა ადამიანი დეპრესიამდეც მიიყვანოს.
ჩნდება კომპლექსები, მუდმივად ქუდის ტარების სურვილი...
თმის ცვენის მსხვერპლი ჰოლივუდის არაერთი ვარსკვლავი გამხდარა. მათ შორის, კირა ნაითლი, რომელიც მოგვიანებით იხსენებდა, რომ ამის მიზეზი თმების ხშირი შეღებვა იყო:
„როლების გამო ხშირად მიწევდა თმის სხვადასხვაფრად შეღებვა და ფაქტობრივად, ჩემი თმები გავანადგურე. წლების წინ პარიკის ტარებაც კი მიწევდა“, - ამბობს ის.
გამელოტების საფრთხის წინაშე იდგა ნაომი კემპბელიც. როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი თმების ხშირად დაგრძელება გახდა:
„ჩემი თმების მიმართ ახლა უფრო მზრუნველი გავხდი და მათ გასაჯანსაღებლად სხვადასხვა გზას მივმართავ“, - იხსენებს ნაომი.
მომღერალ ჯესი ნელსონს თმის ცვენა 13 წლის ასაკში დაეწყო. იგი მიზეზად დეპრესიასა და სტრესს ასახელებს.
„ 13 წლის ვიყავი, როცა თმებმა უბრალოდ ძირს ცვენა დაიწყო და ეს არ იყო სასიამოვნო გრძნობა“, - აღნიშნავს ის.
ფილმ „ყვირილის“ მსახიობმა ნევ კემბელმა თმის ცვენა 23 წლის ასაკში გადაიტანა. როგორც ის ამბობს, ამის მიზეზი განქორწინების შემდგომი დეპრესია იყო:
„განქორწინების შემდეგ თავს საშინლად ვგრძნობდი. დეპრესია, სტრესი, დაკარგულობის განცდა - ყველაფერი ერთად დამატყდა თავს და შედეგად გამელოტებამდე მივედი“, - უთხრა კემპბელმა ჟურნალისტებს.
თმის ცვენის პრობლემის წინაშე იდგა მსახიობი ენ ჰეთევეი. მის შემთხვევაში ამის მიზეზი გენეტიკა იყო:
„ერთ დღესაც სარკეში ჩავიხედე და ავტირდი. გავაანალიზე, რომ თმებს ნელ-ნელა ვკარგავდი“, - ამბობს ის.
თმის ცვენის მიზეზად შესაძლოა, ქრონიკული დაავადება, ორგანიზმში რკინის ან თუთიის უკმარისობაც იქცეს. უნდა ვაღიროთ, რომ მკურნალობა მარტივი არაა, თუმცა დროულ ჩარევას ყოველთვის აქვს შედეგი.
წყარო : stylecaster.com