14 თებერვალს იდეალურად უნდა გამოიყურებოდეთ, რათა ამ დღის შთაბეჭდილება თქვენს პარტნიორს მთელი წელი გაჰყვეს.
დღეს თუ არაფერს ელოდებით, სახლიდან უმაკიაჟოდ მაინც არ უნდა გახვიდეთ. ყველაფერი საუკეთესო ხომ მოულოდნელად ხდება. მნიშვნელოვანია ყველაფერი - მაკიაჟი, ტანსაცმელი, ვარცხნილობა.
ამჯერად გთავაზობთ უცნაურ ვარცხნილობას, რომელიც გარშემომყოფთა ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს, თუმცა საქმე მის ექსტრავაგანტურობასა თუ გამომწვევობაში როდია. ესაა სადა, მაგრამ ეფექტური გულის ფორმის პატარა ნაწნავი, რომელიც არც ისე რთული გასაკეთებელია.