მსახიობმა ჯორჯ კლუნმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალ წევრზე სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მედია ისევე ავიწროებს მეგან მარკლს, როგორც პრინცესა დიანას, რომელიც ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა, როდესაც მას პაპარაცები მისდევდნენ.
კლუნი და მისი მეუღლე ამალი მეგან მარკლისა და პრინცესა დიანას ვაჟის, პრინც ჰარის 2018 წლის მაისში გამართულ ქორწილს ესწრებოდნენ. კლუნები ამერიკელ მსახიობთან მეგობრობენ.
"ისინი უბრალოდ ყველგან დასდევენ მეგან მარკლს. ის მედიის მხრიდან მუდამ არის დევნისა და შეურაცხყოფის სამიზნე" - აღნიშნა კლუნმა ავსტრალიურ გამოცემა WHO-სთან.
"ეს არის ქალი, რომელიც ფეხმძიმობის მეშვიდე თვეშია და არის დევნის, შეურაცხყოფის მსხვერპლი, ზუსტად ისევე, როგორც პრინცესა დიანა იყო. ისტორია მეორდება" - ასე დაიცვა კლუნმა მეგობარი მსახიობი გამოცემასთან საუბრისას. განაგრძეთ კითხვა