დიზაინერი ანუკი არეშიძე განსხვავებულ ტრენდებს ირგებს.
ამ შემთხვევაში მან „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც აცვია ფეხსაცმელი, რომლის ჩაცმა ორნაირადაა შესაძლებელი. ფეხსაცმელს მოჰყვება წინდა. გამომდინარე იქიდან, რომ ანუკიმ ერთ ფეხზე დახურული ვერსია მოირგო, ხოლო მეორეზე - ღია, ბევრს ეგონა, რომ დიზაინერმა სხვადასხვა ფეხსაცმელი ჩაიცვა.
წინა პოსტებში შენიშნავდით, რომ დიზაინერმა დიდი ზომის ქამრები შეუხამა პიჯაკს, რაც განხილვის საგნად იქცა. ეს ახალი შტრიხი კი გამომწერებმა დადებითად შეაფასეს და არ გაღიზიანებულან. ერთ-ერთ რუს გამომწერს კი მაინც გაუკვირდა და აღნიშნა: „მეჩვენება თუ მართლა სხვადასხვა ფეხსაცმელი აცვია?“.
ცხადია, ანუკი მოდის გენიის, კარლ ლაგერფილდის გარდაცვალების ამბავსაც გამოეხმაურა და მას „ინსტაგრამზე“ განთავსებული ფოტოს მეშვეობით ამგვარად დაემშვიდობა: „მაესტრო, მშვიდობით“.
დიზაინერი აქტიურად ეცნობა მსოფლიო მოდის ახალ ამბებს, ესწრება ჩვენებებს და როგორც ჩანს, ამჯერად “vivetta”-ს ახალი კოლექციით მოიხიბლა, რადგან თავის გვერდზე მათი ახალი კოლექციის ვიდეო გამოაქვეყნა.
სამოსი, რომელსაც ახლა ხედავთ, მილანში იქმნება და მთავარი ინსპირაცია ვინტაჟია.
გადახედეთ ანუკი არეშიძის ახალ ლუქებს. მოგწონთ მისი ჩაცმის სტილი?