ძაღლი - თავს გამოიდებთ და თანამშრომელს ადვოკატობას გაუწევთ, დაიცავთ მის უფლებებს და გარშემომყოფებს შეახსენებთ, სად გადის ზღვარი კოლეგიალობასა და კონკურენციას შორის. თქვენს მცდელობას აგრესიის დიდი ტალღა მოჰყვება და შესაძლოა, პრობლემებიც შეგექმნათ.
ღორი
საყოფაცხოვრებო საკითხებით ამოგევსებათ გონება. ისეთ ასპექტებზეც კი დაფიქრდებით, რომლებზეც არასდროს გაგიმახვილებიათ ყურადღება. შენიშნავთ, რომ დრო გარბის, თქვენ კი ბევრი მიზანი მიუღწეველი გრჩებათ. ამიტომ შესაძლოა პანიკამ მოგიცვათ. საქმე ისაა, რომ ამბიციების რეალიზებას სხვისი დახმარების გარეშე (ამ ეტაპზე) ვერ შეძლებთ. მაქსიმალურად გამოიყენეთ კავშირები, მეგობრები და ნაცნობები.
მამალი
თქვენი ზღვარგადასული სითამამე 23 თებერვალს პრობლემებს შეგიქმნით. თქვენი ძლიერი მხარე მეგობრები და მოკავშირეებია, რომლებიც გარს შემოიკრიბეთ. მათი იმედი გქონდეთ, როცა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. მოსალოდნელია ოჯახის წევრებთან ან მეორე ნახევართან კამათი.
მაიმუნი
ზედმეტ თავდაჯერებულობას გამოავლენთ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა დაგაზარალოთ. 23 თებერვალს მოერიდეთ რისკს და ავანტიურებში ჩართვას. ნუ მიუძღვნით საქმეს მთელ დღეს, თორემ მეგობრებს ან პარტნიორს გაანაწყენებთ.
წაიკითხეთ სრულად