ჟურნალისტიკა რომ სუსტგულიანებისა და ფულის მაძიებლების პროფესია არ არის, ამას ნებისმიერი რეპორტიორი გეტყვით. არ არის რთული, რომ გაბედული და თავიანთი საქმის მოყვარული ჟურნალისტები ვიპოვოთ, რომლებმაც სიცოცხლე კორუფციის აღმოფხვრას, ომების გაშუქებასა და პოლიტიკურ-ეკონომიკურ სკანდალებს მიუძღვნეს.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ჟურნალისტების რაოდენობა დიდია, ჩემს სტატიაში მოგითხრობთ ექვსი გამორჩეული მათგანის შესახებ, რომელბმაც ახალი ამბების სამყარო და ჟურნალისტიკა, როგორც პროფესია, შეცვალეს!
რუსეთის საგამოძიებო ჟურნალისტი, რომელიც ცნობილია ჩეჩნეთში რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის გაშუქებისთვის, 2006 წელს მოსკოვში საკუთარ სახლთან ახლოს მოკლეს.
ნიუ-იორკში დაბადებულმა პოლიტკოვსკიამ, თავისი კარიერა გაზეთ ,,Известия’’-ს ჟურნალისტად დაიწყო. მოგვიანებით იგი 1999 წელს ოპოზიციურად მოაზროვნე გაზეთ ,,Новая газета’’-ს შეუერთდა და მალევე ჩეჩნეთის ომის გაშუქება დაიწყო.
მისი მკვლელობის მიზეზად პოლიტკოვსკაიას მიერ გაკეთებული უშიშარი მოხსენება ითვლება.
უშიშარი ირლანდიელი საგამოძიებო ჟურნალისტი, რომელიც 1996 წელს 36 წლის ასაკში ნარკობარონებმა მოკლეს. გუერინი ცნობილი იყო კრიმინალების გამოააშკარავებით დუბლინში. ის ,,Sunday Independant’’- ისთვის წერდა. ვერონიკა იღებდა ბევრ შეტყობინებას, რომელშიც მას სიკვდილით ემუქრებოდნენ და გაფრთხილების ნიშნად ერთხელ ფეხშიც დაჭრეს, მაგრამ თავის საქმეს უშიშრად აგრძელებდა.
მისმა მოულოდნელმა სიკვდილმა, რომელმაც მთელი ერი შოკში ჩააგდო ირლანდიელ ჩინოვნიკებს სისხლის სამართლის აქტივების ბიუროს (Criminal Assets Bureau) შექმნისკენ უბიძგა.
ვერონიკა გუერინი საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის მიერ 50 მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირთა შორის დასახელდა
ქეით ადი
ქეით ადი BBC-ის მთავარი საინფორმაციოს კორესპონდენტი, ტელევიზიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა, რომელიც იუგოსლოვიის, ალბანეთის, რუანდის, ჩინეთისა და სიერა ლეონეს მასობრივ ომებსა და კონფლიქტებს აშუქებდა.
ადი, რომელიც BBC-ს 1968 წელს სტუდიოს ტექიკოსად შეუერთდა, პოპულარული გახდა მაშინ, როდესაც 1980 წელს, ლონდონში ირანის საელჩოზე მომხდარი შეტევა გააშუქა. ,,მე არასდროს მიფიქრია ომის ზონაში მოხვედრაზე, ეს უბრალოდ ისე მოხდა, როგორც სამუშაოს ნაწილი’’ - ამბობს ის.
ამჟამად ქეითი საკუთარ გადაცემას ხელმძღვანელობს BBC Radio 4-ზე და ასევე ბევრი წიგნის ავტორი გახლავთ.
სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეა თანამედროვე ამერიკულ სატელევიზიო სივრცეში, როგორც CNN-ის მთავარი საერთაშორისო კორესპონდენტი და გლობალურ საქმეთა ამბების წამყვანი ABC News-ზე.
ამანპურმა კარიერა 1983 წელს CNN-ის ჟურნალისტად დაიწყო და მას შემდეგ ქრისტინს რეპორტაჟები ისეთი კონფლიქტური ზონებიდან ჰქონდა, როგორებიცაა: ირანი, ავღანეთი, პაკისტანი, სუდანი, ეგვიპტე და სხვა. მას მსოფლიო ლიდერებთან არაერთი ინტერვიუ აქვს ჩაწერილი. მაგალითად, ლიბიელ მოამარ კადაფთან და ეგვიპტელ ჰოსნი მუბარაკთან.
მრავალი ჯილდოს მქონე ამანპური ასევე ემსახურება ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წევრებს და ქალთა საერთაშორისო ფონდს.
დასავლელ ჟურნალისტებს შორის იმით გამოირჩევა, რომ მან მსოფლიოში ყველაზე ძებნილ ადამიანს, ოსამა ბინ ლადენს ინტერვიუ 3-ჯერ ჩამოართვა.
არაბულად მოსაუბრე ფისკი მუშაობს როგორც შუა აღმოსავლეთის კორესპონდენტი გაზეთ ,,Independent’’-ისთვის და 30 წელზე მეტია, რაც ლიბანშია განწესებული, ის ადრე ,,The Times’’-შიც მუშაობდა.
როგორც ირანისა და ერაყის ომების, ასევე ლიბანისა და ალჟირის სამოქალაქო დაპირისპირებების გაშუქებამ მას ბევრი ჯილდო მოუტანა. ფისკმა შუა აღმოსავლეთსა და ირლანდიაზე რამოდენიმე წიგნიც დაწერა
2011 წელს, ,,Time Journal’’ - ის მიერ 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაშია შეტანილი. იმ ქვეყანაში სადაც ჟურნალისტიკა შეზღუდულია ჰუ შული ერთ-ერთ საუკეთესო რეპორტიორად ითვლება.
მან თავისი ჟურნალისტური კარიერა 1982 წელს ,,Workers Daily’’ გაზეთში მუშაობით დაიწყო, ამის შემდეგ საერთაშორისო რედაქტორისა და მთავარი რეპორტიორის პოსტზე დაინიშნა ჩინურ ,,Business Time’’- ში. გლობალურად აღიარებული იქნა მისი საგამოძიებო ნაშრომი ჩინეთში კორუფციასა და გაყალბებაზე. 2009 წელს მან ახალი მედია ჯგუფი ,,Caixin Media Group’’ შექმნა, რომელშიც რედაქტორის თანამდებობას ინარჩუნებს.
ჰუმ მისი მოღვაწეობისთვის მრავალი საერთაშორისო ჯილდო მიიღო და ამჟამად ქალთა საერთაშორისო ფონდს, როიტერის სარედაქციო მრჩეველთა საბჭოს და ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის რეგიონალური მრჩევლის გამგეობის წევრად მუშაობს.
ჩემი სტატია ამით დასრულებულია, იმედი მაქვს ამ 6 ჟურნალისტის პროფესიონალიზმი და საკუთარი საქმისადმი თავდადება იქნება მოტივაცია სხვა მომავალი ჟურნალისტებისთვის.
ნიკა ღარიბაშვილი