გაზაფხულის პერიოდში, სახის კანზე ამინდის ცვალებადობითა და სიცივეებით გამოწვეული პრობლემები განსაკუთრებით აქტუალურია და შესაბამისად, მოვლაზე უფრო მეტ დროს ვხარჯავთ, წელიწადის სხვა დროისგან განსხვავებით.
მოგეხსენებათ, ვიტამინების მიღება კანისთვის განსაკუთრებით აუცილებელია, ხოლო სახლის პირობებში სწორად და ეფექტურად მოვლისათვის დერმატოლოგის რჩევის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„მარაო“ გთავაზობთ ექიმის და დერმატოლოგის, ნინო ცხოვრებაშვილის რეკომენდაციებს.
- სიცივეებით გამოწვეული კანის გაღიზიანება რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. პირველ რიგში, სიცივეზე ალერგია უნდა გამოვრიცხოთ, რაც ძალიან ხშირია ამ ბოლო დროს და მას დამცავი კრემებით, სპეციალურად დანიშნული სქელი ცხიმიანი საცხით სჭირდება ილუმინაცია გარემოს ფაქტორებისაგან.
- თუ კანი ცხიმიანია, რა თქმა უნდა, კარგად იტანს სიცივის მიერ მიყენებულ პატარა დაზიანებებს; ხოლო თუ კანი მშრალია, ყველაზე მეტად ამ ტიპის კანი ზარალდება ამ დროს და სწორი მოვლაა საჭირო.
- თინეიჯერებს ზედმეტი საცხის ხმარება არ სჭირდებათ. დაბანის შემდეგ შესაძლებელია ოდნავ დატენიანება ისეთი საცხით, რომელიც არ უნდა იყოს ცხიმიანი და მძიმე.
- სახლის პირობებში ყველაზე კარგია ნატურალური საშუალებები. იდეალურია არაჟნის ნიღბები, რომელსაც შესანიშნავი შედეგი აქვს, ან ტრადიციული ვიტამინებით მდიდარი მაწონი. მისი ზედა ცხიმოვანი ფენა დაიტანეთ სახეზე. შედეგად კანი აღარც გამოგიშრებათ და პიგმენტაციისგანაც დაგიცავთ, ასევე, გაგიუფერულებთ ლაქებს.
- ამისათვის უნდა გამოიყენოთ სპეციალური დამცავი საშუალებები - კლიმატ კრემები, რომლებიც შეიცავს ცხიმის ფრაქციას და ცერამიდის გარკვეულ დოზასაც, რომლის საფარი აღადგენს კანს. მშრალ კანზეა რა თქმა უნდა საუბარი, იმიტომ, რომ იშვიათად არის ცხიმიანზე ასეთი შემთხვევები.
- მარტო ტონალური საცხის წასმა პირდაპირ კანზე არ არის რეკომენდებული. არ არის ეს იმ ტიპის საცხი, რომელიც მოგივლით და დაიცავს თქვენს კანს. აუცილებლად ტონალური საცხის გამოყენებამდე დაიტანეთ სახის კანზე დამცავი კრემი.
- იცვლება, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იცვლება. უფრო მიდის სიმშრალისკენ, ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ გარემოში სიცივე იწვევს კაპილარების სპაზმს და კანის კვება ირღვევა და თვითონ სიცივეც მოქმედებს, რაც შედეგად კანის სიმშრალეს იწვევს.
- შეიძლება, მაგრამ უფრო ფრთხილად. ჯერ უნდა დაიტანოთ საცხი მშრალ ზონებზე, და რაც დარჩება, ის ოდნავ გადაინაწილოთ მთელ სახეზე.
- ეცადეთ, რომ მხოლოდ გარე ზედაპირზე დაიტანოთ ხელის საცხი და არა მთლიანად ხელისგულებზე. ეს არასწორი პრაქტიკაა, ვინაიდან საკვებთან და სხვადასხვა ნივთთან გაქვთ მუდმივად შეხება. საცხი აუცილებლად მტევნის ზედა ზედაპირზე შეიზილეთ.
- მარცვლეული და რძის პროდუქტები ძალიან კარგია. იგი მდიდარია მიკროელემენტებით, ხოლო კვირაში ორჯერ ხორც-პროდუქტები და თევზი მიიღეთ,.ეს პროდუქტები უნდა იყოს დაბალანსებული: კვირაში ორჯერ - ცილოვანი პროდუქტი, ხოლო მარცვლეული ბოსტნეულთან ერთად მიირთვით.