გინდა, ყველაზე მოდურად გამოიყურებოდე გაზაფხულზე?
მაშინ ფსონები თამამად შეგიძლია დადო ვარდისფრის ყველა შესაძლო შეფერილობაზე. ცოცხალი მარჯნისფრიდან მიმზიდველი ფუქსიის ჩათვლით.
„მარაომ" შეარჩია ნებისმიერი გემოვნების ქალბატონისთვის შესაბამისი ფერის ტუჩსაცხი, რომელიც თქვენი მაკიაჟის განუყოფელი ნაწილი გახდება.
1. ფუქსია
გინდა, მიიქციო გარშემომყოფების ყურადღება? მაშინ ფუქსია შენთვის არის შექმნილი. მკაფიო დაფარვა ხაზს გაუსვამს თქვენს თავდაჯერებულობას და გაგხდით უფრო მეტად დასამახსოვრებელს.
2. ბუნებრიობა და დატენიანება
დღის მაკიაჟის ყველაზე განუყრელი ატრიბუტი კვლავ დამატენიანებელი ტუჩის ბალზამია. ნეიტრალური ვარდისფერი შეფერილობის ტუჩსაცხი მეტ ბუნებრიობასა და თქვენს დელიკატურობას გაუსვამს ხაზს.
ასეთი შეფერილობა უხდება როგორც საოფისე ყოველდღიურ ლუქს, ასევე პირველ პაემანსაც, ვინაიდან აუცილებელია, არ „დააფრთხოთ“ პარტნიორი თქვენი მკვეთრი მაკიაჟით.
3. მეტი სიმკვეთრე
ასეთი ტუჩსაცხის უპირატესობა მისი ტუჩზე წასმის ინტენსიურობაა. მსუბუქი და ნაზი ვარდისფრიდან მარტივად შეგიძლიათ გადახვიდეთ მკვეთრ ფუქსიამდე. რაც უფრო მეტ ფენას დაიტანთ ტუჩზე, უფრო მეტი სიმკვეთრე და ტუჩის მოცულობის გაზრდა გარანტირებულია.
4. ტუჩსაცხი „ღრუბელი“
„ღრუბელი“ ტუჩსაცხი ახალი ტრენდია, რომელიც უკვე ბიუთი ბლოგერებში აქტიურად იკიდებს ფეხს. ყველაზე პრეტენზიული გოგონებიც კი უარს ვერ ამბობენ ასეთ ტუჩსაცხზე. მსუბუქი კრემისებრი შემცველობა დელიკატურად ჯდება ტუჩზე, ანიჭებს შთამბეჭდავ შეფერილობას და ამასთანავე, პატარა, კომპაქტური აპლიკატორის მეშვეობით უფრო მარტივად ხდება მისი გამოყენება.
5. ბზინვარება ბრუნდება
მატე ტუჩსაცხი გასული წლის ტენდენციებში მოვიტოვეთ. ამჟამად მის ადგილს იკავებს მეტი ბზინვარება. მისი უპირატესობა სიმდგრადესა და დატენიანებული ტუჩის ეფექტში მდგომარეობს.
წყარო: cosmo