ხშირად ვფიქრობ, რას ან როგორ დავხატავდი, ხატვა რომ შემეძლოს და ზუსტად ვიცი, დროს ვაშლების, ცხენებისა და პეიზაჟების დახატვაში არ დავკარგავდი, მაგრამ არ ვგულისხმობ იმპრესიონიზმის დამბადებლად მიჩნეულ კლოდ მონეს „შთაბეჭდილება - მზის ამოსვლას“, რადგან ეს ნახატი არაა მხოლოდ ხედი ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთის “ლე ჰავრის” პორტიდან,
ესაა ფერებით ნაამბობი ემოციები და შთაბეჭდილებები, რომლებიც მზის ამოსვლას ახლავს თან.
მონემ ლურჯი და ნაცრისფერი ტონებით, რომელსაც ციდან ვარდისფერი დაჰყურებს, აისის ამბის მოყოლა შეძლო. ნახატზე ნავი, ანძები და სხვადასხვა ფიგურაც ჩანს, თუმცა მაყურებლის ყურადღებას ამომავალი მზე იქცევს.
ესაა ნახატი, რომელმაც ხელოვნებაში სრულიად ახალი მიმდინარეობა, იმპრესიონიზმი შექმნა და გასაკვირი არაა, რომ მის გამოჩენას ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლი არ დაჰკლებია, თუმცა მონე მარტო არ ყოფილა. მისი გამოწვევა არაერთმა მხატვარმა მიიღო: კლიმტი, დეგა, რენუარი... იმპრესიონისტი მხატვრები დაუპირისპირდნენ კლასიციზმს, რომანტიზმს და თავიანთი ნამუშევრებით ამტკიცებდნენ, რომ მშვენიერება ყოველდღიურობაშია.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ისინი პეიზაჟების, ცხენების შეჯიბრისა თუ ბალერინების ხატვით საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიყვებიან და საერთოდ არ ეხებიან ფილოსოფიას, სოციალურ პრობლემებსა თუ პოლიტიკას. ისინი ხატავენ ჩვენთვის კარგად ცნობილი საგნების ზოგად კონტურებს, მაგრამ მათი დეტალური გაანალიზება თვალწინ ახალ სამყაროს გვიშლის და გვავსებს სრულიად ახალი, მოულოდნელი შთაბეჭდილებებით. შესაძლოა, მათი ნამუშევრების დეტალებზე დაკვირვებით არაერთ უზუსტობას წავაწყდეთ, მაგრამ ეს არათუ აკნინებს, არამედ ზრდის ნახატის ეფექტურობას. ამიტომაც ითვლება, რომ იმპრესიონიზმი ბუნდოვანია და ფერებს მიღმა მხატვარს კიდევ რაღაცის თქმა უნდა. მწერლობაში ამ მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი მრავალწერტილი და დაუსრულებელი წინადადებებია. მხატვრობაში კი ნათელი, მკვეთრი ფერები გვჭრიან თვალს, რომელთა მეშვეობითაც ავტორები რუტინული ქმედებებითა თუ პროცესებით გულშიჩამწვდომ ტილოებს გვიხატავენ.
სახელწოდება „იმპრესიონიზმი“ ( impression) მოდის კლოდ მონეს ნახატიდან „შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა“. ნახატი საფრანგეთში, ქალაქ ჰავრის სასტუმროს ოთახში მყოფმა მხატვარმა 1872 წლის 13 ნოემბერს, 7:35-ზე დახატა.
ზუსტი თარიღი 2014 წელს ტეხასის უნივერსიტეტის ასტრონომმა და ფიზიკოსმა დონალდ ოლსონმა დაადგინა. მან ჯერ მონეს ადგილსამყოფელის გამოსაცნობად ქალაქის ფოტოსურათები შეისწავლა და იმ ადგილს მიაგნო, სადაც მხატვარი მუშაობის დროს იმყოფებოდა. შემდეგ ნახატის მიხედვით დაადგინა, რომ ამ დღეს შტორმი არ უნდა ყოფილიყო და გემიდან ამომავალი ორთქლის მიხედვით დაასკვნა, რომ ტილო ქარიან ამინდში შეიქმნა. გაარკვია მოქცევის დროც და 19 სავარაუდო პასუხიდან მხოლოდ 2 ვერსია დარჩა - 1872 წლის 13 ნოემბერი და 1873 წლის 25 იანვარი. ტილოზე გაკრული ხელით გაკეთებული წარწერის მიხედვით კი ნახატი 1872 წელს დაიხატა. ოლსონმა გამოთვალა ისიც, რომ ნახატი მზის ამოსვლიდან 20-30 წუთში შეიქმნა.
თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
„კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.
პირველი ხალხის რჩეული მხატვარი გახდა ვან გოგი, ხოლო მორიგი მხატვარი კი ლეონარდო და ვინჩია. მარტის თვის ხალხის რჩეული ტილოები გახდა კლოდ მონეს: "შთაბეჭდილება/მზის ამოსვლა", "ქალი ქოლგით", “არჟანტეის ყაყაჩოები". ტილოები ხელმისაწვდომი 18 მარტიდან, გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ერთად იქნება.
ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის. დეკორატიული ტილოები დაბეჭდილია წყლის უსაფრთხო საღებავებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.